2023 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია – ჯანმო

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს. ჯანდაცვის მსოფლიო […]
ვაკის წითელი აგურის სახლების ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსები – ფალიაშვილის #22-ის მფლობელები დემონტაჟზე თანხმობას ელოდებიან

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წითელი აგურის სამსართულიანი შენობის ადგილას შესაძლოა ბაზალტით და ტრავერტინით მოპირკეთებული მრავალსართულიანი შენობა აშენდეს. თერთმეტსართულიანი სახლის არქიტექტურულ პროექტზე თანხმობა ტერიტორიის მფლობელებმა 2019 წელს მიიღეს. ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურისგან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, შპს „ემ ემ 22“ და შპს „ფალიაშვილი 2023“ კორექტირებულ პროექტზე და დემონტაჟზე ნებართვას ელოდებიან. „საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ფალიაშვილის […]
ზელენსკის ბალტიისპირეთის ტურნე გრძელდება | უკრაინის პრეზიდენტი დმიტრო კულებასთან ერთად ტალინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. “დიდი პატივია მივსეალმო ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ ვგზავნით ძლიერ მესიჯსა და უკრაინას ვუდასტურებთ, რომ ესტონეთი მყარად დგას […]
უხვგოლიანი მატჩი და “რეალის” გამარჯვება ჩვეულ სტილში – “ბლანკოსი” სუპერთასის ფინალში გავიდა [VIDEO]

გუშინ, 10 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდული დერბი შედგა. “რეალმა” “ატლეტიკო” 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებულის გამოსავლენად კი დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო. შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე მარიო ერმოსომ გახსნა, რუდიგერმა სხვაობა აღადგინა, 29-ე წუთზე კი ფერლან მენდიმ “რეალი” წინ გაიყვანა. 37-ე წუთზე გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმიც […]
ხარკოვზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქული მედიის წარმომადგენლები. მაშველების თქმით, დაზიანებულია სასტუმროს სამსართულიანი შენობა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი 20 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. უცნობია თუ რამდენად მძიმეა საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გრიგალაშვილი: ასეთ დროს ძაღლზე ძალადობისთვის ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური

ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე. თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში. პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ […]
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია […]
2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე […]
დღეიდან მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობების წესების დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან შედის ძალაში. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. „მინდა შევეხო უნებართვო, ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჯერ კიდევ 2017 წელს დავიწყეთ პრობლემის მოგვარება, […]
საქართველოში დანიის ელჩის თქმით, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ელჩი ამის შესახებ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში საუბრობს, სადაც 2023 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. “ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. […]