რუსეთი თავდაცვა ამბობს, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო სამ ოლქში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 იანვარს, ადგილობრივი დორით დილის 04:30 საათზე, “შეჩერდა კიევრის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა” რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე. “მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის, ტულასა და კალუგის ოლქების ტერიტორიაზე დააკავეს”, – ამბობს რუსეთის უწყება. მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა იყო | დაშავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, ერთი თურქეთის

10 იანვრის ღამეს სარაკეტო თავდასხმა იყო ხარკოვზე. დაშავდა სულ მცირე 11 ადმიანი, მათ შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, მტერმა გამოიყენა S-300 ტიპის რაკეტები კიევსკის რაიონში, დაზიანდა სასტუმრო კომპლექსის შენობა, სადაც თავდასხმის დროს 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე მანქანას. […]
გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ დებატებისთვის

“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. გახარიას თქმით, მისი გადადგომის პირველივე დღიდან ივანიშვილმა იცოდა, რომ მის პარტიას ვერავინ გააჩერებდა, რადგან ზუსტად იცოდა გადადგომის მიზეზები. გახარიამ თქვა, რომ ნებისმიერ ფორმატში – “სამართლებრივად? – მისსავე სასამართლოში, პოლიტიკურად? – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე, ქართულად? – ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრების პირობებში” – […]
გაერო – უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი – დაშავდა. გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, უკრაინაში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა. მისი თქმით, ბოლო დროს, რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ […]
მიხეილ სააკაშვილი – სასამართლო სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ბრძანება მოდის ზემოდან

დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურამ სხდომა მისი ინტერესების დაცვის საბაბით გადადო, მაშინ, როცა თავად თანახმა იყო, სხდომა გაგრძელებულიყო. „მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა “ჩემი ინტერესების მცველად” მოგვევლინა, თითქოს ჩემს […]
ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” გაერო-ს ვერტმფრენი და მასში მყოფი ადამიანები გაიტაცა

სომალის შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” გაერო-ს ვერტმფრენი გაიტაცა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომალიში გაერო-ს მისიამ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა საავიაციო ინციდენტს გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებდა. გაერო-ს მისია „ალ-შაბაბს“ არ ახსენებს, მაგრამ აცხადებს, რომ “მიმდინარეობს რეაგირების მცდელობები”. ინციდენტის შესახებ გაერო-ს დოკუმენტში, რომელიც […]
იტალიის პარლამენტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას მოითხოვს. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 195-მა დეპუტატმა მისცა, 50 წინააღმდეგი იყო, 55-მა კი თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს, იტალიამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მისი ვალდებულებების შესაბამისად და იმის მიხედვით, რაც შეთანხმებული იქნება ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმებზე, რომლის წევრი […]
გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იემენელ „ჰუსიტებს“ მოუწოდებს, შეწყვიტონ თავხედური თავდასხმები წითელ ზღვაზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. რეზოლუცია 11 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს, თავი შეიკავა ორმა ქვეყანამ – რუსეთმა და ჩინეთმა. „რეზოლუცია მოითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ შეწყვიტონ საერთაშორისო სამართლის დარღვევა. შეერთებული შტატები მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ შეერთებული შტატებისა და იაპონიის რეზოლუციის მიღებას, […]
ხარკოვში სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქი ჟურნალისტები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე შეტევა განახორციელეს, ორი რაკეტა სასტუმროს შენობას მოხვდა და შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნეს სამაშველო ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. “დარტყმის დროს დაზიანდა სასტუმროს სამსართულიანი შენობა, ასევე იქვე გაჩერებული ავტომობილები. ხანძრის ფართობი დაახლოებით 20 კვადრატული […]
“ასე დგას და გვიცავს… რომ არა პატრული…” – რა უპირებდნენ ნატა ფერაძეს

ბელინსკის დასაწყისში მაცხოვრებლებმა გაიგონეს, რას აპირებდნენ მატრონას “ხატის” დასაცავად, რო არა პატრულის ისეთი მზადყოფნა, მე რომ ჯერ არასოდეს მინახავს. 1 “გაჟონვის” გარეშე. “ვემსახურები საქართველოს” ნეტა ისევ დამსახურებულად ეწეროთ. ასე დგას და იცავს ჩემი შვილის და ჩემს უსაფრთხოებას. თან დაცულობის სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ უფრო უხერხულობის, ამ სიცივეში, მანქანაში რომ უწევთ ყოფნა ქუჩაში, თან სრული სისულელის გამო.