პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები 4 ნომინაციაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროგრამა, სტუდენტი და ბიზნესპარტნიორი. ღონისძიების ფარგლებში, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში ფინალისტებს სპეციალური პრიზები გადასცეს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
თინა ბოკუჩავა – პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია – შესაძლოა, სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია

პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში, უფრო ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი – შესაძლოა სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დანიის ელჩს ოპ-ედის, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს. მისივე თქმით, ივანიშვილი, შესაძლოა, პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე […]
ანა ნაცვლიშვილი – ვინ ლაპარაკობს ეკლესიაზე, ფასეულობებსა და კულტურაზე? – საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება, გელათის ჩამომრეცხავი ხელისუფლება – მგელი ცდილობს მოირგოს ცხვრის ქურქი

ვინ ლაპარაკობს ეკლესიაზე, ფასეულობებსა და კულტურაზე? – საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება, გელათის ჩამომრეცხავი ხელისუფლება. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ლოცვის საიდუმლოს ისმენდა ფარული მიყურადებით და ჩანაწერებს აკეთებდა. ახლა ცდილობს მოირგოს მგელმა ცხვრის ქურქი, მაგრამ ჩვენ ხომ ფაქტები კარგად გვახსოვს, – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებებს […]
Reuters-ი – აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ტაივანის არჩევნებში ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება არჩეული, ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა უცვლელი დარჩება და ჩვენი ძლიერი არაოფიციალური ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით. […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

საქართველოს ყველაზე დიდ თბილისის აეროპორტში ნისლისა და უამინდობის გამო რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა. სხვა რეისების შესრულებას […]
ჰააგის სასამართლო განიხილავს ისრაელის მიერ პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმეს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო(ICJ), რომელსაც გაეროს საერთაშორისო სასამართლოსაც უწოდებენ, 11 და 12 იანვარს, ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ეხება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს. ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი 2023 წლის 29 დეკემბერს შეიტანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს, 11 იანვარს სამხრეთ აფრიკის […]
“ორივე მხარე ტყუის, მაგრამ მთავარი დამნაშავე სულ სხვაა” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ოსიმენისა და ჯუღელის განცხადებებს გამოეხმაურა

გუშინ “ნაპოლის” ფორვარდი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელს სამარცხვინო უწოდა. მოგეხსენებათ, ჯუღელმა ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ განაცხადა, რომ ზაფხულში “პარტენოპეის” დატოვებასა და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას გეგმავდა. მომხდარს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო გამოეხმაურა. “ხვიჩას აგენტი შეცდა, როდესაც საუბარი ოსიმენის მომავალზე დაიწყო. მას არ აქვს უფლება, სხვის მომავალზე […]
იღუმენია ნინო – სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი

ამონარიდი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: “წმიდათა დასში ასევე შეირაცხოს იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია); შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (29 დეკემბერი) 11 იანვარი.” – დღეს ღირსი ნინოს ხსენების დღეა. ღირსი ნინო, სამთავროს დედათა მონასტრის […]
ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავას წყვილი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზეა

საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ, 71,30 ქულით პირველ ადგილზეა და სატურნირო ცხრილში 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის ლიდერობს. ანასტასია და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც პირველი შემთხვევაა, როცა წყვილი საქართველოდან მოკლე პროგრამის […]
11 თვეში მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. „2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.