დანიის ელჩმა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია. ელჩი საუბრობს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამავდროულად, ელჩი ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო არაერთხელ გაუკტირიკებიათ რუსეთთან მიმართებით მისი პოლიტიკის გამო. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე პირდაპირი ფრენების აღდგენისა და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდა. „დიდი პატივია, ტალინში მივესალმო კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს – ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას. ჩვენი გზავნილი მტკიცეა, ვუდასტურებთ უკრაინას, რომ ესტონეთი მტკიცედ დგას მის გვერდით. ამ ომს ერთად მოვიგებთ“, – ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთში ზელენსკისა და კულებას ჩასვლას. ამ წუთებში, ზელენსკი, ესტონელ […]

რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ. კალაძის შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება. “ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს, პირველ რიგში, […]

ზარქუა გახარიას: გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში]

“მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს”, – ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზადაა. როგორც ზარქუა ამბობს, გახარიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ივანიშვილის დებატებში გაწვევის უფლება, რაც მის მიერ გაკეთებული საქმეების “ერთ პროცენტს მაინც” გააკეთებს ქვეყნისთვის. “მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი […]

ბალტიის ტურნეს ფარგლებში ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ჩავიდა ესტონეთში, რათა გააძლიეროს თავისი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიღების ძალისხმევა. ზელენსკი ტალინში ლიეტუვიდან ჩავიდა. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. “დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ახლო მეგობრებს და მოკავშირეებს, ზელენსკის და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ უკრაინისთვის ძლიერი სათქმელი და დასტური გვაქვს, რომ ესტონეთი მყარადაა მათ გვერდით და […]

იორდანიის მეფე და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი გამოდიან ზეწოლისკენ მოწოდებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის

იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 10 იანვარს გამოვიდნენ მოწოდებით, შენარჩუნდეს ზეწოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და სამოქალაქო პირების დაცვის მისაღწევად. სამმა ლიდერმა თავი მოიყარა სამიტზე, რომელზეც ღაზაში სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ომზე იმსჯელეს. სამიტი გაიმართა იორდანიის წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ აკაბაში. განცხადებაში, რომელიც სამეფო კარმა […]

გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა | ნიკა გვარამია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელმაც მატრონა მოსკოველის ხატზე ცვლილებების შეტანა მოითხოვა, ნიკა გვარამია ეხმაურება და წერს, რომ პროტესტმა სასურველი შედეგი გამოიღო: “ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის გარჩევა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, […]

საპატრიარქო: აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა, მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ

მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სადაც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატზე, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს როგორც წმინდანი, ისე მწვალებლებიც. მათივე განცხადებით, ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა. საპატრიარქო შემომწირველებს მიმართავს, […]

ჰააგის სასამართლო განიხილავს ისრაელის მხრიდან პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმეს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ეხება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს. საჩივარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა. წარდგინება ასევე მოუწოდებს სასამართლოს დაავალოს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები სექტორში. ისრაელმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, როგორც “უსაფუძვლო”. სამხრეთ აფრიკა პოზიციას დღეს, ხუთშაბათს წარადგენს, ისრაელს კი სასამართლო პარასკევს მოუსმენს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები […]

პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. 39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება. მათივე ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას […]