კახა კალაძე დანიის ელჩის შეფასებაზე – ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა – ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ, ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. „ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული […]
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც არიან

ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ. მომხდარზე უკრაინის […]
საგარეო უწყება – გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, ეს თებერვალშია დაგეგმილი – სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზირებას

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში – სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რითაც სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის […]
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. „ეს საქმე ჩვენი საერთო ჰუმანურობის არსს უსვამს ხაზს, როგორც ეს გენოციდის კონვენციის პრეამბულაშია გამოხატულია. სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ ისრაელმა კონვენციის II მუხლი დაარღვია“, – განაცხადა სამხრეთ […]
ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა

გიორგი კავლელაშვილს, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართა ყველაზე მკაცრი […]
ბექა დავითულიანი – გაოცებული ვარ კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში აკოპირებენ ლევან ხაბეიშვილს

ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური. ევროპარლამენტარების ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, ევროპარლამენტარების კონკრეტული წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, გასაკვირია, თუ რატომ არის ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებით ასე დაინტერესებული და რატომ ახმოვანებენ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს. “მე […]
ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადაგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. მისი თქმით, გიორგი კავლელაშვილთან დეტალურად ჯერჯერობით არ უსაუბრია. „ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო. თვითონაც […]
საპატრიარქო: სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, შეხვედრა წმ.მატრონასთან არაა აღიარებული

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს. “წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის […]
აშშ ტაივანში არჩევნების შემდეგ არაოფიციალური დელეგაციის გაგზავნას გეგმავს

ტაივანში 13 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი არაოფიციალური დელეგაციის კუნძულზე გაგზავნას აპირებს. Associated Press-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რეპორტიორებთან ანონიმურად საუბრისას ოთხშაბათს, 10 იანვარს დაადასტურა. ოფიციალურ პირს დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრა ტაივანის ახალ მთავრობასთან ჩართულობის დასაწყებად და რეგიონში აშშ-ს პოლიტიკაზე მესიჯის გასაგზავნად “ყველაზე […]
ბათუმის ჰოსპიტალში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ოკუპირებული აფზახეთის ტერიტორიიდან მშობლებმა ჯერ ზუგდიდის ჰოსპიტალში მიიყვანეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის ბათუმში გადაიყვანეს. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი ტვ პირველთან საუბრისას უთითებს, ბავშვს სუნთქვისა და გულსისძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. “მშობლების მიერ პოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის […]