ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება კლინიკაში შეუფარდეს – ადვოკატის თქმით, კაცმა მეუღლის დაღუპვის შესახებ დღეს გაიგო

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სამართალდამცველები მას, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში დაკითხავენ. როგორც საქმის მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებული წარდგენილ ბრალს დაეთანხმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თავისი მეუღლის დაღუპვის შესახებ […]
აითაჯ შახმაროვას საქმეზე რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოიკითხა – რა განაცხადა სასამართლოზე პირველმა მოწმემ

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. მოკლული მოზარდის დედის და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა დაიწყო. ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე მოწმეებს გამოკითხავენ. პირველი მოწმე არის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელთანაც მოსამართლეს გარკვეული კითხვები ჰქონდა. მაგალითად, იცოდა თუ არა მან იმის შესახებ, რომ გოგონა არ დადიოდა სკოლაში. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გოგონას შესახებ მან ინფორმაცია მკვლელობის […]
ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა – ბექა დავითულიანი

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილმა გუნდელებმა გიორგი გახარიას უთხრეს, რომ ახლა სხვა ლიგაშია და დებატებში სხვა რანგის პოლიტიკოსები უნდა გამოიწვიოს. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს “ქართული ოცნების” წევრებმა მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდეს. “ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა, ნებისმიერ ოპოზიციონერს აქვს შანსი, გამოიწვიოს ის დებატებში და თუკი ეს დებატები შედგება, ეს ოპოზიციონერი რაღაცნაირად […]
მოცემულობაში, როდესაც “გირჩიც” რელიგიაა, ეს ინიციატივა საფრთხეებს ზრდის – თეონა აქუბარდია

“ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. “რელიგიური გრძნობების შელახვას არაერთი მძიმე ფაქტი უკავშირდება, მათ შორის, არამარტო საქართველოში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. მაგრამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანონი […]
მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გაგზავნოს ოფიციალური მოწვევა ეუთო/ოდირის სახელზე – თინა ბოკუჩავა

“ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ, ამ დრომდე, არ არის მოწვევა გაგზავნილი. როგორც მთავარმა პროდასავლურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, წერილობით თხოვნით, მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის, რომ მათ გამოაგზავნონ გრძელვადიანი, ისევე, როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც ქვეყნისთვის აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მოვუწოდებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გაგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. საგარეო უწყებამ […]
კალაძე რელიგიური ნაგებობების კანონზე: დროული, სწორი და მნიშვნელოვანია

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონი გამკაცრდება. კალაძის თქმით, ეს ნაბიჯი დროული, სწორი და მნიშვნელოვანია. “მე ვფიქრობ, [ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა] დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიმართულებით ხარვეზი იყო. ზოგადად, ის, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ – რელიგიური კუთხით […]
მსახიობი სტივენ ფრაი ბრიტანეთის სამეფო დაცვაში დათვის ბეწვის ქუდების აკრძალვას ითხოვს

ბრიტანელი მსახიობი სტივენ ფრაი დიდი ბრიტანეთის სამეფო დაცვის წევრების კოსტუმებში დათვის ბეწვის გამოყენების აკრძალვას ითხოვს. სტივენ ფრაი ცხოველთა დაცვის აქტივისტებს შეუერთდა და მეფე ჩარლზის დაცვის წევრების ბუნებრივი ბეწვის ქუდების ხელოვნურით ჩანაცვლება მოითხოვა. ფრაის თქმით, სამეფო დაცვის წევრების დათვის ბეწვისგან შეკერილი ქუდები, რომლებსაც ბასბის ეძახიან, ცხოველების წამებითაა მიღებული და მათი სამეფო ეტიკეტში გამოყენება არაეთიკურია. სტივენ ფრაი […]
უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია | “ოცნება” უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს არ უჭერს და “რიტუალური ცეკვების ნაწილს” უწოდებს

უკრაინის მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია, რომელიც პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა წარუდგინონ, ქართულმა ოცნებამ წინსწრებით დაბლოკა. “ევროოპტიმისტების” ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხარს უჭერს უკრაინას და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დეპორტირებული და გატაცებული ბავშვების უკან უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს. “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების’’ წევრების (რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე) მიერ პარლამენტში წარმოდგენილ იქნა რეზოლუცია ,,უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა. სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.
თეთრი სახლი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს, იტყობინება Bloomberg. სააგენტომ განიხილა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) ნოემბრის დოკუმენტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი მიესალმება „პრინციპში“ კანონპროექტს, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს. ამავე ცნობით, ეს აქტივები უკრაინის „აღდგენისთვის“ იქნება გამოყენებული. თეთრ სახლს […]