თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, დან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.
სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.