საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე – იაგო ხვიჩია გახარიაზე

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილი პრემიერის გამოწვევა გასაკვირი არ არის ოპოზიციისთვის.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მაშინ, როდესაც ღალატში გადანაშაულებენ, ბუნებრივია, რომ პასუხების პირისპირ გაცემის სურვილი გქონდეს.
“საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე, როგორც ამას გაბრალებენ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივი მგონია ბატონი გახარიას შეთავაზება დებატებზე. ჩემთვის არ იყო გასაგები მიზეზი, რის გამოც მაშინ გახარია გადადგა,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?