საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დაარსებიდან 20 წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, იუნესკოს სათავო ოფისის UNESCO-ს კათედრების კოორდინატორი ინგა ნიჩანიანი (ონლაინ ჩართვით პარიზიდან), აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახი, მეგობრები, მოსწავლეები, სტუ-ის […]

შალვა პაპუაშვილი ტიუბინგენისა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, ბერნდ ჰაინრიხს და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორს, მარტინ ჰეგერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სისხლის სამართლის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შალვა პაპუაშვილი ბერნდ ჰაინრიხს და მარტინ ჰეგერს ქართული პარლამენტარიზმის […]

ისრაელის საჰაერო-სახმელეთო თავდასხმები ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაზე

ხუთშაბათს, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაზე, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო დარტყმების შემდეგ, „ჰამასის“ მართული ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში, ათობით ადამიანი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ქალაქ ხან იუნის მცხოვრებლები, რომელიც ღაზის შექტორში სიდით მეორე ქალაქია. ისრაელმა, იმავე ქალაქში, ჟურნალისტები მიწისქვეშა გვირაბებში მიიწვია. სამხედრო პირების განცხადებით, მტკიცებულებებით […]

იმგზავრე უსაფრთხოდ – „თეგეტა მოტორსის“ რჩევები სატვირთო ავტომობილის მფლობელებს

უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება. სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო […]

“ხატის რესტავრაცია გამიგია, მაგრამ ხატის გადაკეთების პრაქტიკა…” – ხუხაშვილი

ხატის რესტავრაცია გამიგია, მაგრამ ხატის გადაკეთების პრაქტიკის შესახებ არაფერი მსმენია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, ეს როგორ ხდება?

“საპატრიარქოს განცხადება სტრატეგიული შეცდომაა” – ზურაბ მახარაძე

საპატრიარქოს განცხადება, ჩემი ღრმა რწმენით, არის სტრატეგიული შეცდომა, შეცდომაა არა იმასთან დაკავშირებით წმინდა მატრონას ხატზე კონკრეტული ეპიზოდი უნდა იყოს გამოსახული თუ არა, მაგას თვითონ გადაწყვეტენ, სტრატეგიული შეცდომაა იმიტომ, რომ ამ ფორმით, ასეთი ტექსტით, ამ განცხადებით, რეალურად, პოლიტიკურად გაფორმდა შემდეგი – ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ნატა ფერაძის მეთოდებით ლაპარაკი, თურმე, მოსულა, თურმე შესაძლებელი ყოფილა ეკლესიაში შევარდნა, ხატებზე […]

ინაშვილის თქმით, მატრონას ხატზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო

პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ საპატრიარქომ გადაწყვეტილება მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ხელისუფლების “რჩევით” მიიღო. ამის შესახებ ის ფეისბუკში წერს. “ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს… ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე – ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო […]

ინაშვილი: სტალინის ეპიზოდის შეცვლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის, ირმა ინაშვილის თქმით, მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული სტალინის ეპიზოდის შეცვლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო. “საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის. ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორეს მხრივ, ნათლია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო – ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!”, – წერს კარინში.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.