წელს ფეხსაცმელების და წინდების ხაზის დამატებას ვგეგმავთ – “ნიკოლი”

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი” მიმდინარე წელს ფეხსაცმლის ხაზის დამატებას აპირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობის დამატებას კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ამასთან ბრენდი პირველ შეკვეთას დიდი ბრიტანეთისთვისაც ამზადებს. ამ ეტაპზე „ნიკოლი“ ექსპორტზე კანადაში, ლიბიაში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში გადის. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე 2023 წელს წარმადობა 10%-ით გაიზარდა. […]
2030 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის ბაზარი 43,17 მილიარდ დოლარს მიაღწევს – ანგარიში

2030 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის ბაზარი 43,17 მილიარდ დოლარს მიაღწევს. SNS Insider-ის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სამედიცინო ტურიზმის ბაზარმა უკვე მიაღწია 5 მილიარდ დოლარს და, პროგნოზების თანახმად, ყოველწლიურად, 2030 წლამდე ზრდის ტემპი 31%-ს მიაღწევს. SNS Insider-ის კვლევის თანახმად, სამედიცინო ტურიზმის ბაზარი აყვავების ეტაპზეა, რასაც ხელს უწყობს ჯანდაცვაში ეკონომიურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, ტექნოლოგიური მიღწევები, სამედიცინო სერვისების გლობალიზაცია […]
იმგზავრე უსაფრთხოდ – „თეგეტა მოტორსის“ რჩევები სატვირთო ავტომობილის მფლობელებს

უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება. სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო […]
„ახალი წელი ძალიან კარგი იყო – სასტუმროების 70%-ი სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე“ – შალვა ალავერდაშვილი

„ახალი წელი ძალიან კარგი იყო – სასტუმროების 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე,“ – ასე აფასებს ჰორეკა სექტორი ახალი წლის პერიოდს. „ახალი წელი ძალიან კარგი იყო. როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ისე თბილისში. დედაქალაქში განსაკუთრებით. სასტუმროების თითქმის 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე, როგორც ხუთვარსკვლავიან, ისე 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში, თითქმის ყველა გაჯერებული იყო სომეხი დამსვენებლებით. საკმაოდ კარგი და შემოსავლიანი პერიოდი […]
ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ საზღვრები 11 თებერვალს გაიხსნება. სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, წინა თვეში ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოკლევადიანი გახსნისას რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 300-ზე მეტი მაძიებელი გადავიდა. ნოემბერში კი, ფინეთში, რუსეთის გავლით კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან და სირიიდან დაახლოებით 900 თავშესაფრის […]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ნიქოზიაში კვიპროსს დაუპირისპირდება

ჩვენი ეროვნული გუნდებისთვის, 2024 წლის სანაკრებო სეზონს, გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსთან მატჩებით გახსნის. ჩვენი ასაკობრივი გუნდი, კვიპროსელ თანატოელბს ნიქოზიაში, 16 და 18 იანვარს დაუპირისპირდება. U17 | შემადგენლობა მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი). მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი დაჩი, გიორგი გვასალია […]
ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა 11 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა 11 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ოთხშაბათს, 10 იანვარს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სარი ესაიამ ეროვნულ მაუწყებელს YLE-ს უთხრა, რომ ჯერჯერობით ჩაკეტილი დარჩებოდა საზღვარი, რომლის გახსნაც 15 იანვარს იყო დაგეგმილი. ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბერში დახურა. ფინური […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”. – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. როგორც დღეს კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, “რადგან 11 წელი ბევრია”. “პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. […]
ფიქრია ჩიხრაძე – ევროკავშირი ითხოვდა ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას – ივანიშვილი მიხვდა, რომ ამ წნეხს ვერ გაუძლებდა და „დებიძინიზაციის“ ნაცვლად „რებიძინიზაცია“ მოხდა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების რეაქცია საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, გადაჭარბებულია. როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხელისუფლებას არ მოსწონს რუსეთის ხსენება საკუთარი მისამართით, მაგრამ რუსულ საქმეს აკეთებს ყოველ დღე. „ევროკავშირის ქვეყნები თავიანთი საელჩოების მეშვეობით იღებენ ობიექტურ ინფორმაციას და ობიექტური ინფორმაცია არის ასეთი: ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა, […]