სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” შედგება – “ბარსელონამ” “ოსასუნა” დაამარცხა [VIDEO]

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, “ბარსელონამ” “ოსასუნა” 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩი თავიდანვე “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ნახევარში “ბარსა” ლევანდოვსკიმ დააწინაურა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 90+3 წუთზე ლამინე იამალმა დასვა. “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება 14 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩას ჯერ მათთან შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია… – “ნაპოლი” საშინელი სტატისტიკის შეცვლას ეცდება

“ნაპოლი” მეორე წრეს იწყებს, 2024 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში “სალერნიტანას” უმასპინძლებს – შაბათს, 13 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზე და მიმდინარე სეზონში საშინელი საშინაო სტატისტიკის დადებითად შეცვლას ეცდება. ვალტერ მაცარის გუნდი შოკიდან გამოსვლას ლამობს, ფილიპო ინძაგის ბიჭები კი “იუვენტუსთან” (1:2) ბოლო წუთებზე დრამატული მარცხის ემოციების ქვეშ არიან. არადა, ცოტა ხნის წინ იმავე ტურინელებთან ისინი თასზე […]

“თუ შოკია მოსალოდნელი, ეს უნდა მივიღოთ და გადავლახოთ”- ბიზნესი ენერგეტიკული ბირჟის გახსნაზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1-ელ ივლისამდეა გადავადებული. განახლებადი ენერგიების მიმართულებით მომუშავე სუბიექტები აცხადებენ, რომ ინვესტორებს უფრო მეტი სიცხადისთვის სჭირდებათ კონკრეტული ნაბიჯები. კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ დროა სახელმწიფომ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება, აპირებს თუ არა ბაზრის გახსნას. მისი თქმით, ეს ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება. “ჩამოყალიბება […]

ქარელის მერიის მიერ მოწყობილი სანიაღვრე არხი სოფელ მოხისის მოსახლეობას აზარალებს | ხუციშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქარელის მერიის მიერ მოწყობილი სანიაღვრე არხი სოფელ მოხისის მოსახლეობას აზარალებს – განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ხუციშვილების ოჯახია. წვიმის დროს მათი საცხოვრებელი სახლი წყლით ივსება. ოჯახმა დახმარებისა და პრობლემაზე რეაგირების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. “მას შემდეგ, რაც ეს ჩააწყვეს, ახლა რომ იწვიმებს, შემოდის წყალი, სულ სავსეა ესა. ეს კედელი რომ არ იყვეს განგრეული, სულ […]

საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა “არათანაბარი იყო” | Human Rights Watch

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ახალ ანგარიშში წერს, რომ საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა “არათანაბარი იყო”. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ცდილობდა მიეღო კანონმდებლობა “უცხოური აგენტების” შესახებ, რომელიც “რაც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას”. “კვლავ შენარჩუნდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა კუთხით სხვა საკითხები მოიცავს […]

სახლთან მთა ჩამოდის, არ ვიცი რა მოხდება ხვალ, ზეგ | ორთაბათუმში მცხოვრები ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ცხოვრება საფრთხის ქვეშ – ორთაბათუმში მცხოვრები მრავალწევრიანი ოჯახი ყოველდღიურად სტიქიური უბედურების მოლოდინშია. მიზეზი საცხოვრებელ სახლთან ჩამოშლილი ფერდობია. ორთაბათუმში მცხოვრებთა თქმით, ყოველი უამინდობის დროს მიწის მასა იძვრება და სახლს დანგრევა ემუქრება. ნოდარ ხინკილაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ის აჭარის მთავრობასა და ხელვაჩაურის გამგეობას თვეებია რეაგირებისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ. “7 იანვარს პირველი მოხდა აგი, ეს რაც არის მთლიანი, […]

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაში კორეული რაკეტების გამოყენებისთვის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ვაშინგტონის ინფორმაციით, კავშირი აქვთ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების მიღებასთან, უკრაინის წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების […]

თეთრი სახლი – დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა იზრდება

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა. „დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა“, – თქვა კირბიმ. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში […]

აშშ-ის საჰაერო ძალები – იემენში დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა

აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, – ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ […]

„გალფის“და მისი თითოეული მომხმარებლის თანადგომით 1170 ოჯახისთვის 644,820 ლარი შეგროვდა

„გალფის“ საშობაო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 644,820 ლარი შეგროვდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 1170 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს უკვე ჩაერიცხა. თანხის შეგროვების პროცესი 18 დეკემბერს დაიწყო და „გალფის“ ქსელში თითოეული ჩასხმული ლიტრიდან 5 თეთრი აღნიშნული კამპანიისთვის გროვდებოდა. შეგროვების პროცესისთვის თვალის დევნება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო ლაივ რეჟიმში, ვებ-გვერდზე – csr.gulf.ge. კომპანია „გალფი“ წინასაშობაოდ მსგავსი ტიპის […]