სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებელი 32%-ით, 109 მლნ ლარამდე გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში სხვადასხვა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემდეგი თანხები შევიდა: · კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან – 2 ლარი, · სათამაშო აპარატებიდან – 51,861,071.7 ლარი, · ტოტალიზატორის, […]

გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით – ირაკლი კობახიძე

გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია „ნაცური“ თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და […]

აშშ-მ რუსეთს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენებისთვის ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ სამი რუსული კომპანიისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებისთვის. სანქციები შეეხო 224-ე საფრენ დანაყოფს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, რომელიც საჰაერო ძალებისგან წარმოიშვა და ზედამხედველობს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის თვითმფრინავები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გადატანაში. სანქციები დაუწესდა კომპანიის გენერალურ დირექტორსაც – ვლადიმირ […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე გახდა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე გახდა. მან პოსტზე ჩაანაცვლა კატრინ კოლონი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა. სეჟურნე ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირეა, რომელიც აქტიურად ჩართული იყო 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. 2019 წელს გახდა ევროპარლამენტარი, 2021-2024 წლებში ევროკავშირის პარლამენტში იყო პარტია Renew Europe-ის ლიდერი. 2022 წელს გახდა საფრანგეთის მმართველი პარტიის, რენესანსის გენერალური მდივანი. […]

“ვიცი, პერესი მბაპესთან დაკავშირებით რას აპირებს” – გუტიმ “ბლანკოსზე” ისაუბრა

“რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრანგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალში” გადაბარგდება. “დარწმუნებული ვარ, “რეალი” და მბაპე შეთანხმებას მიაღწევენ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი გახდება. ყველამ ვიცით, რომ კილიანის ოცნება “ბლანკოსის” რიგებში თამაშია. “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს, მას აქვს ტაქტიკა, […]

კონკურენციის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა – 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი“-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს – შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა. “სააგენტოს […]

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა კონკურსის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე გადავადდა. ამასთან შეიცვალა კონკურსის აღწერაც თუკი აქამდე ინვესტორებს წინადადების წარდგენა საბოლოო ვადამდე […]

ირანი და „ჰეზბოლა“ იემენზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობს და იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევად აფასებს. „თავდასხმებს არავითარი შედეგი არ ექნება, გარდა რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის გაღვივებისა“, – აღნიშნა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანანმა. იემენზე განხორციელებული ავიაიერიშები ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამაც“ დაგმო. „ამერიკული აგრესია […]

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა მოიპოვა ვერცხლის მედალი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი პირველ ადგილზე იყვნენ, თუმცა თავისუფალ პროგრამაში ლუკრეცია ბეკარის და მატეო გუარისეს წყვილმა მათ 7 ქულით აჯობა, მოკლე პროგრამის შემდეგ არსებული ქულების სხვაობა კი, არასაკმარისი აღმოჩნდა მეტელკინა/ბერულავასთვის ჩემპიონატის მოსაგებად. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ეს პირველი […]

ბევრი ფატალური შედეგი დადგა, საათობით გვიწევს ლოდინი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანომობილის გამოყოფას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანომობილის გამოყოფას ითხოვს. მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ 80 კილომეტრით დაშორებულ აბაშიდან უწევთ დაელოდონ როდის ჩავა რეანომობილი რეგიონში, როცა პაციენტს დახმარება სჭირდება. რეანომობილი არ ჰყავს არც მეზობელ ჩხოროწყუს. ის ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყურადღება მიაქციოს მუნიციპალიტეტს. “წალენჯიხა გახლავთ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტი. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, გალში მცხოვრები ადამიანები წალენჯიხისა და […]