სასაცილოა, კომკავშირის ყოფილი მდივანი, რომლისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი, კვლავ რუსეთის დედაქალაქზე რომ საუბრობს – თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო – შალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც “ლელოს” ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების ანუ, 289 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზარაძეს წარსული და რუსეთთან კავშირები შეახსენა. მისივე თქმით, ხაზარაძე არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ “პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ – რას […]
თუ ვთანხმდებით, რომ რელიგიური შენობებისა თუ ნივთების შეურაცხყოფა არ შეიძლება, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია – ფაქტია, არსებული რეგულაციები პრევენციისთვის საკმარისი არ არის – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა, ამის შედეგი “სამოქალაქო დაპირისპირებაა”. ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ: “თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს შეურაცხყოფა რელიგიური შენობებისა თუ ნივთების, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია. არსებობს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ ფაქტია, რომ პრევენციისთვის ეს საკმარისი არ არის, […]
ჩელენჯ თასი | კასტრში 500 ქართველთან ერთად

“შავმა ლომმა” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის პირველი ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე რაუნდის თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 13 იანვარს საფრანგეთში, ადგილობრივი “კასტრის” წინააღმდეგ ჩვენი დროით 19:15 საათზე გამართავს. ღია ვარჯიში ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, რომლის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა მოლოდინებსა და მზადებაზე ისაუბრეს. მათ უკვე იციან, რომ 13 იანვარს “პიერ ფაბრეს” ტრიბუნებზე 500-მდე ქართველი იქნება. […]
ისრაელის საელჩო: დეისაძე არის ანტისემიტი, სამარცხვინო პიროვნება

საქართველოში ისრაელის საელჩო მუსიკოს ერეკლე დეისაძის კომენტარს ეხმაურება და მას ანტისემიტ, სამარცხვინო პიროვნებას უწოდებს. ერეკლე დეისაძემ ერთ-ერთ პოსტზე დააკომენტარა: “ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”. საელჩო წერს, რომ დეისაძის სიტყვები დაგმობილი უნდა იყოს. საელჩოს განცხადება: “ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა… გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, […]
საკადრო გადაწყვეტილებაა, პოლიტიკასთან არაფერ შუაშია – პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებაზე

პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს. მისი თქმით, როგორც ყველა ორგანიზაციას, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკასაც „ახალი ენერგია სჭირდება“ და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს კონსტანტინე გამსახურდიას დირექტორობით. „რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში პოლიტიკასთან. […]
“ჰუსიტები” აშშ-სა და ბრიტანეთს ემუქრებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა 12 იანვარს გამთენიისას იემენში საჰაერო დარტყმები განახორციელეს “ჰუსიტების” ობიექტებზე. შეტევები განხორციელდა დედაქალაქ სანაში, ჰუდაიდას წითელი ზღვის პორტში, საადის ჩრდილო-დასავლეთ სიმაგრეში. საპასუხო მუქარები ისმის, როგორც “ჰუსიტებისგან”, ისე მათი მხარდამჭერი ირანისგან. განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე BBC ავრცელებს. აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც […]
პაპუაშვილი კეკელიძეზე: ეს არის საკადრო გადაწყვეტილება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, ეს საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. “გუშინ ბატონ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა მქონდა. მე მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას. ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამ […]
ირანმა აშშ და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა იემენის სუვერენიტეტის დარღვევაში

ირანმა დაგმო იემენის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის „სამხედრო თავდასხმა“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 იანვარს, გამოქვეყნდა, ნახსენები არ არიან თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. გასულ ღამით სწორედ მათ ბაზებზე მიიტანეს იერიში ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების პასუხად. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ და დიდი ბრიტანეთი […]
ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას – შალვა პაპუაშვილი

შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ კამპანია, როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი. „მინდა, ზოგადი კომენტარი გავაკეთო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც შობის ღამიდან ვადევნებთ თვალყურს. რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის […]
289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების ანუ, 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. ხაზარაძეს არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. “მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და, 289 დღის მერე, თქვენ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, ის იქნება მოსკოვში. მის გარეშე კორუფცია ამ ქვეყანაში არ კეთდება, […]