ირაკლი ქადაგიშვილი – როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ოლიგარქად მოიხსენიებს, ჩვენი ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები – დანიის ელჩი მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი

როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები – მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის წერილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა. მისი […]

ლევან ნატროშვილი – ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმა არ უნდა იყოს საბოლოო ვარიანტი, ცვლილებები უნდა შევიდეს, სხვანაირად არ იქნება საკმარისი, რათა 9 ნაბიჯი გადაიდგას

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა იყოს საბოლოო ვარიანტი, ცვლილებები უნდა შევიდეს, სხვანაირად ის არ იქნება საკმარისი, რათა 9 ნაბიჯი გადაიდგას – საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი ელის, ნაწილობრივაა ასახული და საერთოდაა იგნორირებული საარჩევნო რეფორმის საკითხი, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან […]

ისრაელის საელჩო დეისაძეზე: “უფლებების დამცველი” ანტისემიტი აღმოჩნდა

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მომღერალ ერეკლე დეისაძის კომენტარებს ეხმიანება და მას “ამაყ ანტისემიტსა” და “სამარცხვინო პიროვნებას” უწოდებს. დეისაძემ სოცილური ქსელი Facebook-ის ერთ-ერთ პოსტზე კომენტარებში დაწერა: “ისრაელი არის ოკუპანტი სახელმწიფო […] მე არ მაქვს მათ მიმართ თანაგრძნობა, ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”. ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს დეისაძის კიდევ ერთი კომენტარი: “შენი ურია დედა […]

სალომე ზურაბიშვილი ბოლო მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2024 წლის 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. “როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე, დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, […]

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი, ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კობახიძე: გახარია ბასიანში თვითნებურად შევარდა, 20 ივნისს კი ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ეხმაურება და მას რამდენიმე ბრალდებას უყენებს. კობახიძის მტკიცებით, გახარია კლუბ ბასიანში თვითნებურად შევარდა, პარტიას კლუბში “ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება” კი არ წარმოუდგინა. კობახიძის ბრალდებითვე, გახარია 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით მოქმედება. კობაძისი პოსტი: “გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან […]

„რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი“ ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია“ – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) პოზიციით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი“ ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია. ორგანიზაცია შესაბამის განცხადებას ავრცელებს. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რელიგიური ნაგებობის/ნივთების დაზიანებისთვის საქართველოს კანონმდებლობით აქამდე არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობს შემოთავაზებული იდეა. მსგავსი ინიციატივა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ახალი არაა. საქართველოს სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული […]

ახალციხეში მანქანა და სატვირთო შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დამატებით შვიდი Patriot-ის სისტემა რომ მოეცათ, ბევრად ნაკლები ხალხი დაიღუპებოდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დამატებით შვიდი Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, ხარკოვში, ხერსონსა და ოდესაში ხალხი არ დაიღუპებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ რიგაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ზელენსკის თქმით, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს. “დახმარების დაგვიანებას რისკები მოყვება. ავიღოთ მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემები. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, […]

ბათუმში სასწრაფოს მანქანა გადატრიალდა – არიან დაშავებულები

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში სასწრაფოს მანქანა გადატრიალდა. დაშავდნენ მანქანაში მყოფი ადამიანები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.