ისრაელის დაცვის მხარე ჰააგაში: ყველა ომი გენოციდი არაა, გენოციდის არსი არ უნდა გავაუფასუროთ

ჰააგის სასამართლოში ისრაელის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მაკლოლმ შომ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ არ შეიძლება ყველა შეიარაღებულ კონფლიქტს გენოციდი დაერქვას და ამით ამ დანაშაულის არსი გაუფასურდეს. მისი თქმით, სამოქალაქო პირებს ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ადგებათ ზიანი და ეს ომის კოლატერულ ზიანად არის მოხსენიებული. “ყველა კონფლიქტი გენოციდი არ არის. გენოციდის დანაშაული საერთაშორისო სამართლის და გენოციდის კონვენციის ფარგლებში განსაკუთრებით სასტიკი […]

მეუფე ნიკოლოზი: 2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე

2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი – რომელსაც, რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას ხედავ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ, თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო – რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოისახება, თუ […]

რუსეთმა ხერსონი დაბომბა | დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონზე 73 თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ 310 ჭურვი ისროლა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

“ხატი ტაძრიდან არ გავა”; “არც გატანა სჭირდება, არც შემოტანა, მარტივი პროცედურაა” – “პარტიოტთა ალიანსი”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა. მათი თქმით, სპეციალისტების დახმარებით ხატს ადგილზევე გადააკეთებენ. ირმა ინაშვილი მედიასთან ამბობს: “ჯერ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, არც გატანა მოხდება, ეგ ვიცი, რომ გატანა არ მოხდება, ამიტომ, დეტალები ახლა არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვით. ხატი ტაძრიდან არ გავა, […]

“ეს არის ველურობა”; “არ გიფიქრიათ, რომ ხანდახან კრიტიკაში შესაძლოა, უსამართლო იყოთ?” – გიგა ბოკერია და დეა მამისეიშვილი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში ამბობს რომ ევროპული საქართველოს თემებს დღის წესრიგის თვალსაზრისით მედია იშვიათად იტაცებს. “ოღონდ ამას წუწუნის სახით არ ვიძახი, ეს არის მოცემულობა და ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ბარიერი. ამ ბარიერის გადალახვისთვის ვიყენებთ იმ მეთოდებს, რაც ჩვენს ხელშია, მათ შორის, თქვენს ეთერს” – თქვა ბოკერიამ, რაზეც მთავარი არხის წამყვანმა დეა […]

“თქვენ გავხართ „ჰამასს“ – დეისაძე ისრაელის საელჩოს

მუსიკოსი ერეკლე დეისაძე ისრაელის საელჩოს პასუხობს გამოცემა “პუბლიკასთან: და ამბობს: „თქვენ დგახართ იქ, სადაც „ჰამასს“ უნდა. თანდათან ხდებით, რაც „ჰამასს“ უნდა. თქვენ გავხართ „ჰამასს“.

გახარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გახარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა. დავით მათიკაშვილის განმარტებით, გიორგი გახარია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ცდილობდა და დღესაც ცდილობს, ქვეყანას ავნოს. “ამ პიროვნებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და ეჩვენებინა მთელი საზოგადოებისთვის. […]

“ყველაზე რთულ და ბნელ მომენტში, ბრიტანეთი მტკიცედ იდგება უკრაინის გვერდით” – გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის £2.5 მილიარდი გამოყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტი წითელ ზღავში მიმდინარე პროცესებს დაემთხვა – ცნობილი გახდა, რომ რიში სუნაკმა, უკრაინის მხარდასაჭერად, ორ-ნახევარი მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო. როგორც სუნაკი აცხადებს, ორი წელია, უკრაინა დიდი გამბედაობით ებრძვის რუსულ აგრესიას, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინელები მყარად დგანან თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების მხარეს. “მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავადასტურო, ბრიტანეთი მტკიცედ იდგება უკრაინის […]

საფრანგეთის ახალმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო რამდენიმე მინისტრს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სეჟორნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპის პარლამენტის ლიბერალური, პროევროპელი დეპუტატების ჯგუფის, „განაახლეთ ევროპის“ ლიდერია. საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი […]

აშშ-მა ის რუსული ორგანიზაციები დაასანქცირა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთისთვის ჩრდილო კორეული ბალისტიკური იარაღის გადაცემის პროცესში

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი სანქციები – ამჯერად, შეზღუდვები ეხება იმ რუსულ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთისთვის ჩრდილო კორეული ბალისტიკური იარაღის გადაცემისა და გამოყენების პროცესში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: “ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა, რუსული აგრესიის მხარდაჭერას უდრის და ძირს უთხრის დასავლურ დემოკრატიზმს”.