„სასტუმრო „ბოდბის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა“ – ინვესტიცია $40 მლნ-მდე გაიზარდა

კახეთში, კერძოდ სიღნაღში საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის მონაწილეობით, სასტუმრო „ბოდბე“-ს მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა – ამის შესახებ BM.GE-ის ფონდში განუცხადეს.

მუსიკოს ერეკლე დეისაძეს ისრაელის საელჩომ ანტისემიტი უწოდა

ისრაელის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი მუსიკოსის და პოეტის, ერეკლე დეისაძის პოზიციას ისრაელის სახელმწიფოს შესახებ. საელჩო მას ანტისემიტსაც უწოდებს. „ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა… გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა”, – წერია სოციალურ […]

რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ – კირილ ბუდანოვი

რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული. „ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის […]

რუსული საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსული საზღვაო ბაზა, შესაძლოა, 2024 წლიდან ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, ოქტომბერში შეთანხმდნენ, რომ ქალაქ ოჩამჩირეში, რუსეთს მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნა შეეძლო. რუსული საინფორმაციო სააგენტო ციტირებს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბას. მისი თქმით, ბაზის მშენებლობა […]

უკრაინაში მობილიზაციის კანონპროექტი მალე დამტკიცდება – პოდოლიაკი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, მთავრობა ცდილობს შეცვალოს და გაამკაცროს მობილიზაციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ხელისუფლებას ომში უფრო მეტი სამხედროს გაწვევის საშუალება ექნება. კიევი ამბობს, რომ უკრაინელთა ნაწილი თავს არიდებს ომში წასვლას. უკრაინის მმართველი ძალის მიერ შემუშავებულ გამკაცრებულ კანონპროექტს ამ ეტაპზე საჭირო მხარდაჭერა არ აქვს. კანონმდებელთა ნაწილის თქმით, ის კონსტიტუციასთან […]

მოსკოვი აქტივების კონფისკაციას “21-ე საუკუნის პირატობას” უწოდებს და შურისძიებით იმუქრება

შეერთებული შტატების გეგმას რუსული აქტივების კონფისკაციის თაობაზე, რუსეთის საგარეო უწყებამ “21-ე საუკუნის პირატობა უწოდა”. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე, რომელთა გაყინვა უკრაინაში მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში, არაპროვოცირებული და უკანონო ომის დაწყების გამო მოხდა. მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დაიმუქრა, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მოსკოვი მკაცრად იძიებს შურს. აღნიშნული განცხადება […]

შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის – არქიმანდრიტი იოანე

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის დაბრძანების შესახებ საპატრიარქოსთვის თავად უნდა ეცნობებინა. ამიტომ სასულიერო პირის განცხადებით, ახლა შენდობას ითხოვს ეკლესიისა და საზოგადოებისაგან. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე,ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, – წერს სასულიერო პირი სოციალურ […]

დაგროვებითი პენსიით 7 095 პირმა ისარგებლა – სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095 ადამიანმა. მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000 ადამიანია, წმინდა ამონაგებმა, კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით, სად აქვს ინვესტირებული საკუთარი რესურსი. სააგენტოს აქციები ასე […]

Starbucks-სს მომხმარებლები უჩივიან – მიზეზი ყავისა და ჩაის არაეთიკური მოპოვებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებელთა ჯგუფი ყავისა და სხვა სასმელების უმსხვილეს მწარმოებელ Starbucks-ს უჩივის. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიის მტკიცება, მათი ყავისა და ჩაის ეთიკურად მოპოვების შესახებ, მცდარი და შეცდომაში შემყვანია. მომხმარებელთა ეროვნული ლიგა, სხვადასხვა მედიაანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გვატემალაში, კენიასა და ბრაზილიაში, საიდანაც Starbucks-ი ნედლეულით მარაგდება, ფერმებში მომუშავე ადამიანთა უფლებები ირღვევა. კომპანიის შეფუთვაზე დატანილი წარწერა “100%-ით […]

“მოვინახულე უსაყვარლესი წმინდანის, მატრონას უხრწნელი ნაწილები” – რა ვიდეოს აქვეყნებს მეგი გოგიტიძე?

მომღერალი, მეგი გოგიტიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი პაკროვსკის დედათა მონასტერში,სადაც დასვენებულია ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები. ასევე მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს.. მე მჯერა რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ […]