აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სამხედრო თავდასხმების წინააღმდეგ ვაშინგტონში პალესტინელების მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ სამხედრო თავდასხმების წინააღმდეგ, ვაშინგტონში, სიეტლის ქუჩებში, საპროტესტო აქციები გაიმართა. 100-მდე პროპალესტინელი მომიტინგე “თავისუფლება პალესტინას” – სკანდირებდა.
საპატრიარქო: ხატის კანონიკაში მოყვანაზე, ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა

საქართველოს საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატის კანონიკაში მოყვანაზე საპატრიარქომ უკვე “იზრუნა”. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სახელმწიფოს მიერ დაანონსებული რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის საჭიროება და ამ მხრივ, საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობა. საპატრიარქო ხალხს კვლავ მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. “კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
“როდესაც ბუღალტერი თავზე წამოირტყამს: ეს რა დღეში ვართო, ფასები გადაიხედება” – რესტორატორი კომუნალურების გაძვირების შედეგზე

1-ელი იანვრიდან, კერძო სექტორს წყლისა და გაზის გადასახადი გაუძვირდა, ელექტროენერგიის კი გაუიაფდა. კერძოდ, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის ერთ კუბურ მეტრზე ბუნებრივი გაზის ფასი 1,29 ლარით განისაზღვრა. 1.29 ლარით განისაზღვრა “თელავგაზის” ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის. რაც შეეხება თბილისი ენერჯის.
“მოთმინება გვეწურება” – დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ თეირანს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის. პარასკევს 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური დარტყმა მიაყენეს “ჰუსიტების” ობიექტებს იემენში, გრანტ შაპსმა The Telegraph-თან კომენტარი გააკეთა და ირანი გააფრთხილა, აღკვეთოს “ჰუსიტების” ზღვარგადასული ქმედებები. “ვალდებულები ხართ, შეაკავოთ “ჰუსიტი” მეამბოხეები და კიდევ სხვები, ვინც თქვენი ნდობით მოქმედებენ. ამის აშკარა მაგალითია ლიბანის “ჰეზბოლაც” […]
გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის მოკვლა სცადეს – ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ჰუსიტების ტერორისტულ ქმედებებზე პასუხი ჩვენგან აბსოლუტურად სამართლიანია – ჯო ბაიდენი

საჰაერო დარტყმები ჰუსიტების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰუსიტებს ტერორისტული დაჯგუფება უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისინი დანაშაულებრივ აქტივობას განაგრძობენ, შტატების რეაგირება არ დააყოვნებს. ჯო ბაიდენმა ირანსაც მიმართა და ჰუსიტების მხარდაჭერისგან თავის შეკავება ურჩია. “მე მკაფიო მოწოდებას ვაგზავნი ირანის მიმართულებით, რომ ის ყველაფერი, რაც წითელ ზღვაში ხდება, უნდა შეწყდეს. ჩვენ აუცილებლად კიდევ გავცემთ პასუხს ჰუსიტებს თუ […]
“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინი იყო გამოსახული, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის საჭიროებაზე საუბრობს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, […]
“ბავშვები იხოცებიან, შეაჩერეთ ეს ომი” – ადგილობრივები ღაზას სექტორში არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ

ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ისრაელის სამხედროების თავდასხმებს დევნილთა საცხოვრებელ სახლებზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისია. გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, დეფიციტშია მედიკამენტებიც. “აქ არსად არის უსაფრთხო. რა აზრი აქვს სახლების დატოვებას, მაინც ყველაფერს ბომბავენ. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი ქალაქები და აქ ჩამოვედით, ღია ცის ქვეშ ვართ, მაგრამ […]
გორში, სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს. როგორც ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში […] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში”. – ამბობს ვეტერინარიული კლინიკის თანამშრომელი ტვ მონიტორინგთან საუბრისას. როგორც […]