14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეთორმეტედ აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს. […]

რომელი ქვეყნებია ყველაზე ბედნიერი ევროპაში – Independent

ევროსტატმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლების შესახებ“, სადაც გამოვლინდა ევროპის ქვეყნები და ხალხი, ვინც ყველაზე ბედნიერია. ამის შესახებ Independent-ი წერს. მოსახლეობის გამოკითხვა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ჩატარდა. ავსტრიამ მიიღო ყველაზე მაღალი ქულა ბლოკის 27 ქვეყნიდან. მეორე ადგილი ერთდროულად სამმა ქვეყანამ – პოლონეთმა, ფინეთმა და რუმინეთმა დაიკავა, 7,7 ქულით. საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს საშუალო ქულა […]

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა – Reuters

იაპონიაში, კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა. გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მიუახლოვდნენ ვულკანს და მიჰყევით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

ბაზრის დერეგულირება, დეპოლარიზაცია – რა რეფორმებია საჭირო ეკონომიკური ზრდისთვის?

BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და 2024 წლის მოლოდინების შეჯამებისას იმ აუცილებელ რეფორმებზე საუბრობენ, რომლებიც ქვეყანაში საერთო ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს. როგორც „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბაზრის დერეგულირებაა. “მიმართულება, რომლითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვა. შეიძლება, ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის პრინციპებს, […]

კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო

უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს დილით, ქალაქ კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნებოდა.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. · საბურთალოს რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ სოფელ დიღომში, ტარიელის ქუჩის N8-თან ქსელზე დაზიანების გამო: სოფელ დიღომში- ავთანდილის, ტარიელის და ნინო ორბელიანი-აბაშიძის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 12:00-მდე. · საბურთალოს რაიონში – ბობ უოლშის […]

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. დაშავებულების ანდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

თურქული თხილის ექსპორტიორები ახალ ბაზრებზე გასვლას ცდილობენ

შავი ზღვის თხილისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის (the Black Sea Hazelnut and Products Exporters Association) მონაცემებით, გასულ წელს თურქეთმა 283,52 ათასი ტონა თხილი გაიტანა 121 ქვეყანაში და შემოსავლის სახით დაახლოებით $1,865 მილიარდი მიიღო. ერთი წლით ადრე თურქული თხილის ექსპორტი შეადგენდა 312,55 ათასი ტონას $1,749 მილიარდი შემოსავლით. თურქი მწარმოებლები და მოვაჭრეები მუშაობენ გაყიდვების ბაზრების გაფართოებაზე. 2023 […]

დე ლაურენტისი ურჩ ზილენსკისა და პოლიტანოს სჯის

ბევრი გაკვირვებული დარჩა, რომ “სალერნიტანასთან” მატჩის განაცხადშიც კი არ მოხვდა “ნაპოლის” პოლონელი ლეგიონერი პიოტრ ზილენსკი. ის ტრავმირებული არაა და როგორც იტყობინებიან, კუნთი აქვს გადაღლილი. ზილენსკი “ტორინოსთან” შეხვედრაში შესვენებისას პასკუალე მაცოკით შეცვალეს, რომელიც მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გააძევეს. საქმე კი იმაშია, რომ პიოტრი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს აცხადებს და “ინტერში” აპირებს გადასვლას. “ნერაძურის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ […]

,,წმინდა მატრონას ხატის ამბავზე სულ ის ამბავი მახსენდება …“ – ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა: ,,წმინდა მატრონას ხატის ამბავზე სულ ის ამბავი მახსენდება … ქალს შვილები მშიერი ყავდა და ვერაფერი მოიფიქრა რომ ბავშვები გამოეკვება. აიღო ტელეფონი და რადიოს პირდაპირ ეთერში დარეკა. ღმერთო ვიცი გესმის ჩემი ხმა, გამომიგზავნე საკვები, რომ ბავშვები დავაპუროო. ამ რადიოს ერთი ურწმუნო მილიონერი უსმენდა. იფიქრა ქალს გავეღადავებიო. შეუკვეთა ძვირფასი საკვები, დარეკა რადიოში, გაიგო ამ […]