ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე […]

უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა უკრაინაში 600-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა განახორციელა, დინამიკა იზრდება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმაგანახორციელეს, აქედან 51 – 2024 წლის იანვრის დასაწყისში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები, ყოველდღიურად, 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ. „ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR, რომლებსაც ყრიან […]

“კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი მათ სჯობს” – მონტოლივო სერია A-ში წლევანდელ ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებზე

ცნობილმა იტალიელ ფეხბურთელ რიკარდო მონტოლივოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის წყვილს სჯობს. “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა Dazn-ს უთხრა, რომ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო სწორედ ქართულ-ნიგერიული ტანდემი იყო. “რა თქმა უნდა, ლაუტაროსა და მარკუსის წყვილი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულნი და ბრწყინვალე ფეხბურთს გვთავაზობენ, მაგრამ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო ხვიჩასა და ვიქტორის […]

„2023 წელი როგორც რითეილ სექტორისთვის, ასევე სავაჭრო ცენტრებისთვის წარმატებული იყო“-თეიკო ლომინაძე

Quadrum Georgia საქართველოში სამი მიმართულებითაა წარმოდგენილი, ესაა რითელ სექტორი “დომინო-ს” სახით და სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთის” სახით. გასულ წელს კი, კომპანიამ დეველოპერული მიმართულება “თბილისი გარდენის” სახით დაამატა. როგორც Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, გასული 2023 წელი როგორც რითეილ სექტორისთვის, ასევე სავაჭრო ცენტრებისთვის წარმატებული იყო. „ 2023 წელი “დომინოში” საკმაოდ […]

2024 წლის გლობალური დასაქმების პროგნოზი 26%-ია – ManpowerGroup

შრომის ბაზრის კვლევის საერთაშორისო კომპანია ManpowerGroup-მა ჩაატარა დამსაქმებლების 2024 წლის პირველი კვარტალის გეგმების კვლევა. ManpowerGroup-ის კვლევის მიხედვით, 2024 წელს გლობალური დასაქმების პროგნოზი 26%-ს შეადგენს, ხოლო გლობალური პროფესიონალების დეფიციტი იქნება 75%. პროგნოზი 2024 წლის პირველი კვარტლისთვის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებელთა უმეტესობა გეგმავს ადამიანების დაქირავებას. დამსაქმებელთა 42% სპეციალისტების დაქირავების ზრდას ელის; დამსაქმებელთა 16% […]

“თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ” | ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესში რესპუბლიკელები უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ძვირი დაუჯდებათ. “თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ,”- განაცხადა ბაიდენმა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. “ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. […]

შმიგალი: უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა თქვა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის დადებული შეთანხმება ორმხრივია. რაც იმას გულისხმობს, რომ ამ(რუსეთ-უკრაინის) ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთთან დადებული მხარდაჭერის შეთანხმება დარჩება. და არა მხოლოდ ბრიტანეთია ვალდებული 24 საათის განმავლობაში რეაგირება მოახდინოს, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, არამედ უკრაინაც დაიცავს […]

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.

ჯო ბაიდენი – თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ. „თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ”, – აღნიშნა ბაიდენმა. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. “ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი […]

შალვა პაპუაშვილი – 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა – ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია

20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართული ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამდევია. “20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა […]