უგულშემატკივრე “შავ ლომს” ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, “შავი ლომი” ფრანგულ კლუბ “კლერმონს” დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ “შავ ლომს”. პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან […]

ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან, ისინი ხედავენ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს – ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან შეხვედრის […]

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო კომუნიკაციისას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. ლიდერებმა კიდევ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას. “2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო […]

“დღეს გავხდი კომპანია “ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი” – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ დაემშვიდობა წინა სამუშაო ადგილს და რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ ის კარგად, მაგრამ “დიდხანს მუშაობდა” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად, სოციალურ ქსელში, წერს: დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას”, რომლის თავმდჯომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების […]

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. “ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი […]

ირაკლი ჩიქოვანი – ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან, ისინი ხედავენ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან შეხვედრის […]

ღაზაში მყოფი მძევლებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით დატვირთული კატარის თვითმფრინავები ეგვიპტეში ჩავიდა

ღაზაში მყოფი მძევლებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით დატვირთული კატარის თვითმფრინავები ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის მედია ავრცელებს. მედიკამენტებით დატვირთული კატარის ორი სამხედრო თვითმფრინავი ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშის აეროპორტში დაეშვა. „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ღაზაში მოგვიანებით გადაიტანენ. შეგახსენებთ, კატარმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან ერთად, ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის […]

კოკა კაციტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო. „კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა, საქართველოს პარლამენტთან ერთად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი […]

მუხიანის აგარაკებზე და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს. როგორც მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება. „წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, […]

„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ბრიუსელში, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ („European Data Protection Supervisor“) ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელს ნიკოლოზ პოპიაშვილს „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს და გააანალიზოს „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ […]