EU უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გერმანიის ერთპიროვნულ ნაბიჯს გმობს

ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს გერმანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების სახით 7.6 მილიარდი დოლარის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. შოლცმა უკრაინას აღნიშნული დახმარების გამოყოფა აღუთქვა, თუმცა ევროკავშირის წევრებს ამაზე ჯერ არ უმსჯელიათ. ამ თანხის ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვის პროგრამის – European Peace Facility-ს ბიუჯეტიდან გამოყოფაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები თებერვალში იმსჯელებენ. ამის შესახებ კომენტარი ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა […]
ზარქუა ევროპარლამენტარებს: გამოდით და საქართველოს სტატუსი მიულოცეთ – ერთი ადგილი არ გაქვთ

მათ შორის, მოვუწოდებ ჩვენს ევროპარლამენტარებს. ფოტიგებს, კუბილიუსებს – რაღაც, ჩუმად არიან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. გამოდით და ჩვენს სახელმწიფოს მიულოცეთ. მაგისთვის ერთი ადგილი არ გაქვთ.
ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას პიარის წამოწყების მცდელობა აქვს, თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი ჩახდილები ერთიანდებიან – ჩვენს ინტერესშია ბარიერი გადალახოთ, რადგან უხერხულია ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ

ჩვენს ინტერესშია, იქნებ საარჩევნო ბარიერი გადალახოთ, რადგან უხერხულია, რომ მართლა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ – უკვე კომპლექსი მაქვს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ ეტაპზე არ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, რადგან „ახალ სახეებად […]
ირაკლი კობახიძე – დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს, – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მიეცათ საქართველოს სტატუსი“. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, […]
გივი ჩხარტიშვილი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საკითხს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი, გივი ჩხარტიშვილი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ვადის ფარგლებში დასრულდება და გზის სავალი ნაწილი იანვრის ბოლოს გაიხსნება. „ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთელზე გზის სავალი ნაწილი ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგება. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას იმ კომპანიებთან, რომლებმაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები – ეს გადაწყვეტილება კანონიერია. […]
შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შალვა პაპუაშვილმა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. „მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს. რიჩარდ ნეფიუმ […]
ირაკლი ზარქუა – იცით, რაც ევროპაში ხდება – სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს

იცით, რაც ევროპაში ხდება – სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, “ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი და ხელმოცარულები საქართველოს ხელისუფლებას ამისკენ მოუწოდებდნენ“. “ნახეთ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან – ყველაზე მეტი შემოსავალი პუტინის რუსეთმა მიიღო. საუბარია […]
გია ვოლსკი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე – კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე

არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თქმითაც, „ნურც ის გაგიკვირდებათ, ვიღაც-ვიღაცები დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ სტატუსიო, ესეც იყო ესეც კარგად […]
უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება

უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას გამოეხმაურა. „რუსეთი ყოველდღიურად მთელი უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რაკეტებს ისვრის – გუშინ ღამით, ოდესასა და ხარკოვში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, თუ პუტინს ეს შერჩება, იგი უკრაინაში არ გაჩერდება“, – წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.