– იცით, რაც ევროპაში ხდება – სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს

იცით, რაც ევროპაში ხდება – სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, “ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი და ხელმოცარულები საქართველოს ხელისუფლებას ამისკენ მოუწოდებდნენ“.
“ნახეთ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან – ყველაზე მეტი შემოსავალი პუტინის რუსეთმა მიიღო. საუბარია ნახევარ ტრილიონზე, მაშინ როდესაც ომამდე ის დაახლოებით 150 მილიარდ დოლარს იღებდა ნავთობის და სხვა პროდუქტების გაყიდვიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”