Madrid Fusión: “საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია”

“საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია” – ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესი, Madrid Fusión (მადრიდ ფიუჟენი) თავის ფეისბუქ გვერდზე საქართველოზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. “საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა” – წერია განცხადებაში. საქართველო მასშტაბურ გასტროკონგრესზე სტუმრის სტატუსით პირველად წარსდგება. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს […]
კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე – გიორგი ვოლსკი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

“არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე” – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. გიორგი ვოლსკის თქმით, არცერთი […]
ირაკლი ჩიქოვანი: არიან ადამიანები და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნებისმიერ პოზიტიურ განვითარებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად. მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას და ნებისმიერი სახის პოზიტიურ დინამიკას. “ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არიან ადამიანები, არის […]
ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში | ხაზარაძის პასუხი კალაძეს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის. “ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძე ამ პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერებს მერმა “ხანდაზმული თაღლითები” “ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები” უწოდა. “ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე “ხანდაზმული თაღლითების” […]
წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთმტკიცება | ენმ-მ მერიასთან ტალახი მიიტანა

“წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება – ტალახი. ეს ტალახი არის სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ. ენმ-მ მერიასთან დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა: “ამ ტალახის გავლა უწევთ წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს. თბილისი დგას საცობში. დაპირება იყო, რომ 2023 წელს პროექტი დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, – წერს დეპარტამენტი.
პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. “მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს. რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად […]
ბელარუსი ბირთვული იარაღის გამოყენების პირველ დოქტრინას დაამტკიცებს

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინის განცხადებით, ბელარუსი ისტორიაში პირველად მიიღებს ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინას, – განცხადებას გამოცემა Associated Press ავრცელებს. გასულ წელს ოფიციალურმა კრემლმა განაცხადა, რომ ბელარუსში მათი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდებოდა, ისე რომ იარაღის რაოდენობა არ დააკონკრეტა. მათივე განცხადებით, რუსეთი ბელარუსში განთავსებულ, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად განკუთვნილ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებდა. “ჩვენ მკაფიო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის […]
ორბანმა ნიშანი მისცა EU-ს, რომ მზადაა გააუქმოს ვეტო უკრაინის დაფინანსებაზე, მოლაპარაკებები გრძელდება | Politico

Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტო ორბანმა მიაწოდა სიგნალი ევროკავშირს, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის დაფინანსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. რამდენიმე ევროპელი დიპლომატისა და ოფიციალური პირის თქმით, ორბანი უახლოვდება კომპრომისზე დათანხმებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, სავარაუდოდ, არ შეესაბამება მის მოთხოვნებს, რომლებიც დააყენა გასული თვის […]
“ყოველთვის ვართ თქვენი მდგომარეობის საქმის კურსში” – 6 ევროპარლამენტარის წერილი სააკაშვილს

ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნიან. წერილს Twitter-ზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს. ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული მიხეილ სააკაშვილის როლი საქართველოში ჩატარებულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად. “დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვართ თქვენი […]