ენტონი ბლინკენი – ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს

ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ეფექტურ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას მოქმედება მხოლოდ ისრაელის მხარდაჭერითა და დახმარებით შეუძლია და არა მისი აქტიური წინააღმდეგობით. ყველაზე ეფექტურ ადმინისტრაციასაც კი ბევრი პრობლემა შეექმნება, თუ მას ისრაელის რომელიმე მთავრობა აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. […]
ირაკლი ეძგვერაძე – კალაძემ, ნაცვლად ტალახის სროლისა, უნდა ახსნას, თვეებით რატომ გადაიდო წერეთლის გამზირის გახსნა, რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტი სამუშაოების დასრულებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე

კალაძემ, ნაცვლად ტალახის სროლისა, უნდა ახსნას, თვეებით რატომ გადაიდო წერეთლის გამზირის გახსნა, რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტი სამუშაოების დასრულებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე და რატომ ატყუებდა საზოგადოებას თითქმის ერთი წელი, რომ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის წევრი ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „კახა კალაძე არის […]
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა

უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. „არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს […]
წერეთელზე გაზიც გაითიშა | დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი 24 საათზე მეტი არ ექნება

დიდუბეში 6538 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გათიშვა არაგეგმიურია. გაზის მიწოდება შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. ბუნებრივი აირი დღეს, დაახლოებით 15 საათზე გაითიშა და მისი მიწოდება ხვალ, 18 იანვარს, 19 საათზე აღდგება.
“არ შეიძლება მოურინიოს ასე მოექცე” – კაპელომ პორტუგალიელი დაიცვა

იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო “რომას” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ, 16 იანვარს, “ჯალოროსიმ” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. კაპელოს თქმით, “მგლებისგან” ამგვარი საქციელი მიუღებელია. “ამერიკელები პრობლემებს უცნაური გზებით აგვარებენ, გასულ ზაფხულს პაოლო მალდინი “მილანიდან” სატელეფონო ზარით გაათავისუფლეს. არ შეიძლება მოურინოს მსგავს სპეციალისტს ასე მოექცე. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პორტუგალიელს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა სურდა, თუმცა მოთხოვნები არ […]
BBC: ახალი, „ნაკლებად ტოქსიკური“ წამლის წყალობით, 11 წლის ბრიტანელმა ლეიკემია დაამარცხა

ბრიტანეთში სისხლის სიმსივნით დაავადებული ზოგი ბავშვი ახალ, ქიმიოთერაპიაზე „ბევრად ნაკლებად ტოქსიკურ“ მკურნალობას იღებს, რომელიც ეფექტიანია, იუწყება „ბი-ბი-სი“. გამოცემა ახალი წამლის, „ბლინათუმომაბის“ [blinatumomab], იგივე „ბლინას“ შესახებ 11 წლის განკურნებული პაციენტის, ართურის მაგალითზე ყვება. წამალს ბავშვთა ლეიკემიის 20-მდე სამკურნალო ცენტრი იყენებს გაერთიანებულ სამეფოში. წამლის გამოყენება უკვე ნებადართულია ზრდასრულებისთვის. აღნიშნულ მედიკამენტებს ბავშვებში სისხლის სიმსივნის კონკრეტული სახეობის — B […]
ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ფიზიკურად იძალადა. პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა […]
ტრანსპორტის სააგენტოში ვაკანსიებია, ხელფასი 1862-დან – 3325 ლარამდე – კალაძე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ვაკანსიებია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრესკონფერენციისას განაცხადა. მან მოქალაქეებს, ვისაც “უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე”, შესთავაზა მიმართონ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს. “სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი […]
უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს. პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან […]
“კალაძემ ეს იცის და ამიტომ არის ასე გამწარებული” – ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას, ამბობს: კალაძე, რომელიც ვერც ერთ საქალაქო მიმართულებას თავს ვერ აბამს თავისი კორუფციული ბუნების გამო და ქალაქი არის სრულიად მიტოვებული, ეს არის კალაძის და მისი კორუფციული გარიგებების ბრალი. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ “ქართული ოცნების” დამარცხებაში დიდი წილი იქნება სწორედ კალაძის კორუფციული და უთავბოლო საქმიანობების, ამიტომ არის ასე […]