მუხიანის აგარაკებზე და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოსაწყობად 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება. „წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, […]
პრემიერმა Mærsk-ის ხელმძღვანელთან APM Terminals-ის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. „ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი […]
საქართველოს ბანკის მობილბანკის “თამაშის” ფინალი 18 იანვარს 21:00 სთ-ზე გაიმართება

საქართველოს ბანკის მობილბანკის თამაში, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. ფინალი 18 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება. ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება და მასში მონაწილეობა როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით აქვს შესრულებული. კითხვები ინტელექტუალური სახის იქნება. დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან […]
საქართველოში მობილური ინტერნეტი 136%-ით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში – კომუნიკაციების კომისიის კვლევა

საქართველოში მობილური ინტერნეტი 136 პროცენტით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შედეგი ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველოს საკომუნიკაციო მომსახურეობის ანალიზმა აჩვენა. კვლევა კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიურია, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – […]
“წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” პირველი ჯილდო მზექალა შანიძეს გადაეცემა” – კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი და დღეიდან, 17 იანვრიდან, უკვე კომპანია “ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფუნდება ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელში, წერს: “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება” აწესებს ყოველწლიურ ჯილდოს “საუკუნის წიგნიერი”, რომელიც გუშინდელ იუბილარს, მზექალა შანიძეს გადაეცემა.
ადმირალი ბაუერი: უკრაინაში ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს

უკრაინის დახმარების გაგრძელებაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობს ნატოს სამხედრო კომიტეტი. მისი ორდღიანი სხდომა დღეს, 17 იანვარს, გაიხსნა. სხდომის დასაწყისში სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ნატო ყოველდღიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. ადმირალ ბაუერის თქმით, ომი, რომელიც რუსეთის აზრით, სამდღიანი უნდა ყოფილიყო და 693-ე დღეა გრძელდება, […]
ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი “მართვე” თესალონიკში კონცერტს გამართავს

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და საზოგადოება “საქართველოს” ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. თესალონიკში კონცერტს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი “მართვე” გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლი “საქართველო”. „თესალონიკში მცხოვრებ ემიგრანტებს და მოწვეულ სტუმრებს, ყველას ერთად 23 იანვარს შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ და დავტკბეთ ქართული პოლიფონიის შედევრებით. დასწრება უფასოა! გენერალური საკონსულო გელით ყველას ქართული პოლიფონიისა […]
“ვის მოუვიდა თავში აზრად ეს უვიცობა?” – ირაკლი ჟვანია

აი რა საჭირო იყო ამ ბეტონის სარკოფაგების ამოშენება ფილარმონიის წინ და ვის მოუვიდა თავში აზრად ეს უვიცობა? იმ პერიოდის მოდერნისტულ არქიტექტურაში გახსნილი და შემოუღობავი სივრცე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. შენობა ტერიტორიის სიღრმეში დაიდგა და მის წინ დარჩა ღია მოედანი, რომელიც როგორც სივრცე საჭირო იყო მთელი შენობის ფორმის და სიმსუბუქის ვიზუალურად აღსაქმელად. ახლა ტროტუარის მხრიდან საერთოდ […]
წერეთლის გამზირზე მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “თბილისი ენერჯიში” დაუდასტურეს. კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიული გათიშვაა და ამ ეტაპზე ითვლიან, რამდენ აბონენტს შეექმნა პრობლემა. მათი თქმით, როგორც კი დაზუსტდება პრობლემის მიზეზი და გაზის მიწოდების აღდგენის დრო, მაშინვე მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას. წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, […]
დევნილის სტატუსისთვის 100 ათასიდან 36 ათასმა ყარაბაღელმა მიმართა სომხეთს

სომხეთის შს სამინისტროს საემიგრაციო სამსახურს მთიანი ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხიდან, დევნილის სტატუსის მისაღებად ამ ეტაპზე 36 ათასმა მიმართა. მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური […]