უკრაინაში ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

17 იანვარს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოდესაზე დრონებით მიიტაანა იერიში, უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. “ტელეგრამზე” უკრაინული საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში, მოზდოკის ბაზიდან აფრინდა მიგ-31-ის ტიპის ავიამოიერიშე. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოაცხადა უკრაინამ საჰაერო განგაში. საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის დაზიანდა. […]
ირანში პროტესტში მონაწილე სტუდენტებს სასწავლო პროგრამებზე წვდომას უზღუდავენ

ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურ სტუდენტებს უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებზე წვდომას უზღუდავს. განცხადებაში, რომელიც „ბეჰეშტის“ უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ახალი წესები ყველა სტუდენტს შეეხება და ასპირანტურაზე სწავლას გააგრძელებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც არ ექნებათ არანაირი დისციპლინური დარღვევა. ახალი წესი გულისხმობს, რომ თუ სტუდენტს დისციპლინური დარღვევა ექნება, დაწყებული უნივერსიტეტის დისციპლინური საბჭოდან მეცნიერების სამინისტომდე, ის უმაღლესი განათლების სასწავლო […]
“პუტინის სახელმწიფო არ არის სიცოცხლისუნარიანი… ერთ მშვენიერ დღეს ის დაინგრევა” | ნავალნი

“პუტინის სახელმწიფო არ არის სიცოცხლისუნარიანი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მის ადგილს მივხედავთ და ის იქ არ იქნება”, – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პუტინის რეჟიმის პატიმრი ალექსეი ნავალნი არქტიკის ციხიდან გავრცელებულ წერილში საუბრობს. მისი თქმით, პუტინის სახელმწიფო ერთ მშვენიერ დღეს, პოსტსაბჭოთა ელიტასთან ერთად დაინგრევა. “პოლიგამისტები ჩვენს ქვეყანაში კონსერვატორებად იქცნენ. CPSU [საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის] წევრები […]
“ორბანი ყველაფერზე წავა, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ის აშანტაჟებს და დასცინის ევროკავშირს” | დებატები ევროპარლამენტში

ორბანის შანტაჟზე დაყოლიება და დათმობები უნდა დასრულდეს, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ შანტაჟს მისი მხრიდან მომდევნო წლებში – განაცხადა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა გი ვერჰოფშტატმა და ევროკომისიის პერზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს უსაყვედურა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ევროკომისიამ მიიღო და უნგრეთს 10 მილიარდიანი დახმარება მაინც გამოუყო იმისთვის, რომ ორბანი არ გამხდარიყო უკრაინასთან მოლაპარაკებების […]
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა

ერთწუთიან ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება. ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული. CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა […]
საპენსიო სააგენტო ₾841 მლნ-ის აქციებს ფლობს – 50 კომპანია, რომელშიც ფონდს თანხა აქვს ჩადებული

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 4.4 მილიარდი ლარია. ეს მოიცავს 1.2 მილიონი მოქალაქის მიერ ყოველთვიურად გადახდილ საპენსიო შენატანებს, რომელსაც ფონდი ქართულ და უცხოურ აქტივებში აბანდებს. 4.4 მილიარდი ლარიდან 841 მილიონი ლარი (ფონდის 19.2%) გლობალურ საფონდო ინდექსებში არის ინვესტირებული. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა 349 მილიონი ლარი ამერიკის წამყვან ინდექსში S&P 500-ში არის დაბანდებული, რომლის გავლითაც […]
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან ფულის გათეთრების საქმე წააგო

UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო. Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის 9 იანვრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. თაღლით ბანკირზე ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ განაცხადა, რომ პატრიკ ლესკადრონის ან მესამე მხარის მიერ ბანკში „ფულის გათეთრების“ […]
ბაშკირეთში, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბაშკირეთში, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები გარემოს დამცველი აქტივისტის დაპატიმრებას და მის ციხეში ოთხი წლით გაშვებას აპროტესტებდნენ. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქ ბაი-მაკში სასამართლოს შენობასთან განაჩენის გამოცხადების დღეს შეიკრიბა. ისინი აქტივისტ ფაილ ალსინოვის […]
ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. “ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ […]
რეალური ეკონომიკური ზრდა და პროგრესი ცალსახაა, რასაც აღიარებენ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციები – ეკონომიკის ექსპერტი მამუკა ხაზარაძეს

პროგრესი ცალსახაა, ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგული კომპანიები,- ასე ეხმიანება ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე “ლელოს” ლიდერის განცხადებას, სადაც ხაზარაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელს მიმართავს კითხვით, “როდის დადგება მეოთხე ძალიან კარგი წელიწადი”. ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი აქვს და ზომიერების გრძნობა არავინ უნდა დაკარგოს, განსაკუთრებით კი ციფრებთან მიმართებით. ” ზომიერების გრძნობა არავინ უნდა […]