“წიხლების ხორხში დაჭერით, ფილტვების გამოღებით სადამდეც მიგვიყანა, ხომ ვნახეთ” – შოთი არველაძე

„რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ და რომ ხალხს მოუსმინონ, მით უფრო სისასტიკე მოდის პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი?! რაც უფრო მეტ შველას, პასუხს, ადამიანობას ვითხოვთ, უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს, ვინც გვპასუხობს, მთავრობა, თუ რაც ჰქვია. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის… რა ახსნა აქვს, ვერ გავიგე. ადამიანს ამ ქვეყანაში… არ ვიცი, თუ ვინმე არ […]

ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა – რუსული მედია

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის წყაროს ცნობით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა. “ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, მას თავშესაფარი მიანიჭა.” – ამბობს მედიის წყარო. აქამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავმა კურსს გადაუხვია და შესაძლოა ჩამოვარდა. 8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი […]

სირიის საზღვართან შექმნილი ბუფერული ზონა დროებითი და თავდაცვითია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ სირიის საზღვართან შექმნილი ბუფერული ზონა დროებითი და თავდაცვითია. ისრაელმა საზღვრის მიმდებარე სირიულ ტერიტორიაზე სამხედროები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ განალაგა. ისრაელი უკვე აკონტროლებდა სირიის ტერიტორიის ნაწილს, გოლანის მაღლობის მიდამოებს. IDF-ის ცნობით, სამხედროები განლაგებული არიან სტრატეგიულ პოზიციებზე, რათა ამ ტერიტორიაზე არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული პირები არ შემოვიდნენ. მათივე თქმით, ბუფერული ზონა საჭიროა […]

“მოლაგდნენ” – “თავისუფლების მოედნთან” წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

“მოლაგდნენ” – “თავისუფლების მოედნთან” წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული “თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ფოტოს მოქალაქეები ავრცელებენ სოციალურ ქსელში და წერენ: – მოლაგდნენ. პარალელურად რუსთაველის გამზირზე უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება.

„თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

„თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. პარალელურად ხალხი შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ტერიტორია თავისუფალია და საპოლიციო კორდონი არ დგას. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების […]

დონალდ ტუსკი – სირიაში განვითარებული მოვლენების შედეგად მსოფლიომ კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმიც კი შეიძლება დაემხოს და რუსეთის და მისი მოკავშირეების დამარცხება შესაძლებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სირიაში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმის დამხობა და რუსეთის და მისი მოკავშირეების დამარცხება შესაძლებელია. „სირიაში განვითარებული მოვლენების შედეგად მსოფლიომ კიდევ ერთხელ გააცნობიერა, ან უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმიც კი შეიძლება დაემხოს და რომ რუსეთის და მისი მოკავშირეების დამარცხება შესაძლებელია“, – წერს […]

რუსული მედია – ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ

სირიის გადამდგარი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, რუსეთმა მათ თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა. „სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, – განაცხადა წყარომ.

რუსთაველის გამზირზე დაიწყო საპროტესტო აქცია

დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რომლის მონტაჟი თბილისის მერიამ 8 დეკემბერს გამთენიისას დაიწყო, საპროტესტო აქციების დარბევისას დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ნაძვის ხეს ასევე ამშვენებს საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯასთან ერთად, ასევე მოითხოვენ იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების დროს ან დასრულების შემდეგ დააკავეს. საპროტესტო აქციის […]

თუ მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ NATO-ს დატოვებას განიხილავს – ტრამპი

აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან, მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები ნატო-ში“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების […]

კომფორმიზმს უნდა შეველიოთ – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

საზოგადოებამ კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოირეცხოს და ხალხი სიმართლის მხარეს უნდა დადგეს, – ამაში ხედავს დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას შეეცადა. ბურჯანაძის აზრით, სახელმწიფოებრივობა ჩამოშლის ზღვარზეა. “მთელი საქართველოს მასშტაბით ამხელა პროტესტია, […]