,,მარტო ვაწყობდი აქციებს… მჯეროდა,რომ როდესაც ივანიშვილს დასჭირდებოდა, უზნეო ადამიანებს გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“ – ზაზა ხატიაშვილი

,,მარტო ვაწყობდი აქციებს… მჯეროდა,რომ როდესაც ივანიშვილს დასჭირდებოდა, უზნეო ადამიანებს გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“ – ზაზა ხატიაშვილი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი: ,,მეგობრებო! 10 დღე ფეისბუქი გამითიშეს და ძლივს აღვადგინე,ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდი რუსთაველზე, ტელევიზიებში მაგრამ სადიზმი რასაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს ახალგაზრდებთან მიმართებაში, არაჰუმანურად ეპყრობა და ძალადობს წაქცეულ მოქალაქეებს ეს არის სიბინძურის გამოხატულების ერთ-ერთი ფორმა! ყვარყვარეს უკვდავი პერსონაჟი უკვე […]
საია – არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით, მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით

ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტების შესახებ. არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ „წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, […]
“დაიწყეს მასიურად დაბარებები – არც გამოკითხვაზე და არც დაკითხვაზე არ მიხვიდეთ ადვოკატის გარეშე” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: გამოკითხვებზე მასიურად დაიწყეს დაბარებები (პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ). შეგიძლიათ არ მიხვიდეთ. თუ გამომძიებელი დაგირეკავთ (ან მოგადგებათ) და გეტყვით, რომ გამოკითხვაზე გიბარებთ, პირველ რიგში: ეკითხებით დაწყებულია თუ არა გამოძიება, რა მუხლით არის დაწყებული და რა სტატუსით (მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული) გიბარებთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი გაძლევთ უფლებას უარი თქვათ გამოკითხვაზე. […]
“თავისუფლების მეტროსთან ვარ თუ ვინმეს რამე დაგჭირდათ” – ბადრი გრიგალაშვილი

გირჩი–მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი: თავისუფლების მეტროსთან ვარ თუ ვინმეს რამე დაგჭირდათ, მეტროდან ისევ ბევრი დროშიანი ამოდის
დაკავებულ რევაზ კიკნაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 20 წლის რევაზ კიკნაძე იზოლატორიდან წერდა, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა. პროტესტის ნიშნად კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო.
სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ნათია ბუნტურის ძმა დაიჭირეს

ბალერინა სპეცრაზმებელის მიერ ნაცემი ნათია ბუნტურის ცნობით, მისი ძმა დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნტური სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩემი ძმა დაიჭირეს, ხალხო”, – წერს ბუნტური. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. 29 ნოემბერს, ბალერინა ნათია ბუნტურს რობოკოპებმა საპროტესტო აქციაზე სცემეს.
გიორგი თარგამაძე: ხალხი ამ ბრძოლაში იმდენ გმირულ მაგალითს გვაჩვენებს, ხვდები – გამარჯვება გარდაუვალია!

ქვეყანა მიტაცებული აქვთ ნიღბიან სადისტებს და უნიღბო პოლიტიკურ ბანდიტებს. პოლიცია ზონდერების ესკორტად არის ქცეული, ოცნების მედიები რუსული ჰიბრიდული ომის სამარცხვინო ინსტრუმენტები არიან. სისასტიკით, დაუნდობლობით, უკანონობით, მომწამვლელი გაზით გაჟღენთილი ქალაქის ცენტრში თბილისის ისტორიაში ყველაზე არათბილისური ქცევის, უკულტურო, უზრდელი, გაუნათლებელი, კორუმპირებული და ცინიკოსი მერი ნაძვის ხეს დგამს ,”გამარჯვებული ქალაქის” საახალწლო ლოზუნგით, რომელზეც დარბეული, ნაცემი, ნაწამები ახალგაზრდობის, დაჭერილი […]
აქტივისტ რევაზ კიკნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, პოლიციელები აქტივისტს აიძულებდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა. „ლისზე აიყვანეს და იქ იძალადეს მასზე. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ახლა ტრაქტორს მოვიყვანთ, ამოვთხრით და დაგმარხავთ აქ. ყველაფერი თქვი, დაასახელე ადამიანები. ვიცით, რომ ყოველდღე 500 ლარს გიხდიდნენ. ეს ყველაფერი […]
გიორგი ლორია: შე გამზრდელმო@@ნულო ასე გამეტებით და ზიზღით როგორ ურტყამ!

ჟურნალისტების ცემას და მშვიდობიან მომიტინგეებზე ანგარიშსწორებას გმობს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ლორია. “ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა მიუღებელია. სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული! ეს არაფერში ჯდება. შე გამზრდელ მო**ნულო ასე გამეტებით და ზიზღით როგორ ურტყამ!!” – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია Instagram-“სთორიში”
(ვიდეო) – მოღალატე ხარ თუ მოქალაქე? – აქცია ბათუმში

დედაქალაქის პარალელურად, აქცია იმართება ბათუმში – ქუჩაში გამოსულები ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა. მუქარის და ცემის მიუხედავად, ამბობენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ. აქციას მძღოლები, ბაიკერები, კურიერები უერთდებიან. გადაწყვიტე, მოღალატე ხარ თუ მოქალაქე – ამბობენ აქციის მონაწილეები. http://