ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია – ირაკლი კობახიძე

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი […]
შსს – პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე აქციის 5 მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ; 2004 წელს დაბადებული გ.მ; 2003 წელს დაბადებული დ.გ; 2002 წელს […]
პაველ ჰერჩინსკი – ნება მომეცით, ხმამაღლა ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით – 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი ჯუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ეწვია და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტში განახორციელეს. ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი. ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. […]
თინა ბოკუჩავა – ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა, ზესტაფონის იზოლატორში გადმოიყვანეს, რათა ადვოკატს არ ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა, ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს, რათა ადვოკატს არ ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია. მათზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ცოტა დრო აქვს დარჩენილი. „თითქმის ორკვირიანი რეპრესიების […]
ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები განიხილავენ შეზღუდვებს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვისაც: “როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვიზო რეჟიმის შეჩრების, ასევე გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის. ჩვენ არ […]
რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია“: „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – […]
„ოცნების ზოგიერთ წევრს სიჩუმის ჭკუა ეყო“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: „ოცნების ზოგიერთ წევრს სიჩუმის ჭკუა ეყო, ზოგიერთს არც ამდენი ერგო ბუნებისგან. ამ ბოროტებაში მონაწილეობა გუნდური ერთგულება არაა, ბოროტებაში მონაწილეობა არის ბოროტებაში მონაწილეობა. თქვით დროულად – არა. ხვალ უფრო გვიან იქნება.“
„მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან“ – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვეღირსება არც სიმშვიდე, არც ევროკავშირში ინტეგრაცია და არც განვითარება. მისი და ჩვენი ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა, რომ ბევრი […]