საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, ალეკო ელისაშვილისა და სხვათა მიმართ „პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილი დანაშაულები“ გამოიძიოს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უამრავი საქმე აქვს გამოსაძიებელი და ახლა მას ემატება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ გამოძიება სწრაფი და ადეკვატური იქნება. „ვხედავთ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება არის პოლიტიკური დაკვეთის შედეგი. ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა და გაფრთხილება […]

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია – ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია – ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობისა და გორში სპორტის პოპულარიზაციაში […]

ვოლოდინი: ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „აგენტების კანონს“ მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. „საქართველოში ვნებები მძვინვარებს“, – დაწერა ტელეგრამ-არხზე ვოლოდინმა. პოლიტიკოსმა დაასახელა არგუმენტები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. როგორც მან თქვა, საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ახლა განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ […]

“ეს შურისძიებაა” – ირაკლი კუპრაძე ისევ დაკავებულია

“ლელოს” გენერალური მდივანის ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი კუპრაძის იზოლატორიდან გათავისუფლებას ხელოვნურად აჭიანურებს “ოცნება, რადგან ამ ფორმით მასზე შურისძიებას ახორციელებს. უფლებამდაცველი ამბობს, რომ რომ ოპოზიციონერი ლიდერი დღის ბოლომდე უნდა გამოუშვან, რადგან კანონით განსაზღვრული სწორედ დღის ბოლოს იწურება. კანონით განსაზღვრული ვადა იწურება დღეს დღის ბოლოს, თუმცა, გაუგებარია, რატომ ჰყავთ ირაკლი დღემდე ირაკლი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის […]

“სადამსჯელო ოპერაცია მოაწყვეს” – Amnesty International “ოცნებას” მოუწოდებს უარი თქვას რუსული კანონზე

“პოლიციამ მოაწყო სადამსჯელო ოპერაცია” – საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცველების ძალადობრივ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აღნიშნავს, რომ მოწმენი გახდნენ თბილისში, “სასტიკი ანგარიშსწორების”: განცხადებაში […]

ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა – ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?

ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა – ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას? „თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ოფშორიდან ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების […]

მოვუწოდებთ კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – მესამე სექტორი კოკა კაციტაძეს მოუწოდებს, წარადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილის აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10 შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი. 24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო […]

“თარგმნეთ და მოიტანეთ” – “თარგმანში დაკარგულების” მეორე სერია

ირაკლი ზარქუა, რომელიც ხან ამერიკას უწუნობს ტონს და ხანაც რომელიმე სხვა პარტნიორ ქვეყანას უყენებს ბრალდებებს, ამჯერად საფრანგეთის ელჩს მიმართავს და ამტკიცებს, რომ მან უნდა უთარგმნოს ფრანგული კანონი. არადა, ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერს სთხოვდნენ, თავად თარგმნე ეს ჩვენი კანონპროექტი და წაიკითხეო, ან თარჯიმანი ნაცი იყოო და ა.შ. – როგორც ჩანს, თარგმანი, ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლია და […]

მოსახლეობა და პარტნიორები გეუბნებიან, რომ არ გააკეთო, ამ სიჯიუტეს გამართლება არ აქვს – ჰოტელიერი „რუსულ კანონზე“

ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისა და სტრატეგიული პარტნიორების განწყობის ფონზე, გაუმართლებელია სიჯიუტე, რომლითაც პარლამენტი ე.წ. რუსული კანონის მიღებას ცდილობს. როგორც შალვა ალავერდაშვილმა BMG-სთან განაცხადა, კანონის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს უერთდება. „გუშინაც ვიყავი აქციაზე. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა მართლად თვლიდეს თავს მთავრობის ნებისმიერი წევრი, მთავრობის მეთაური თუ პარლამენტი, როდესაც […]

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები… ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი […]