ჩინურ ანჯელინა ჯოლიდ ქცეული იგივე ელისაშვილი, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს

ჩინურ ანჯელინა ჯოლიდ ქცეული იგივე ელისაშვილი, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს როცა ჯერ კიდევ დეპუტატი, ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში […]
ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე გამოეხმაურა რუსულ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება “დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული უცხოური აგენტების შესახებ კანონი”. “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსეთის უცხოური აგენტების შესახებ კანონი, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების […]
პარლამენტთან დღეს ძირითადი ორგანიზატორების მიტინგი არ გაიმართება, აქციას გეგმავს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი”

დღეს, 18 აპრილს, პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციებით აქცია არ გაიმართება. საუბარია იმ აქციებზე, რომელიც გასული 3 დღის განმავლობაში იმართებოდა 19 საათიდან. თუმცა დღეს, 7 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“. „პროტესტი არ უნდა შეწყდეს! დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე […]
“ბიძიკო, გინდა საყურით იარეთ, გინდა თავგადაპარსულმა, თქვენ ასაკში, საყურითაც დავდიოდი, ბენდენითაც და ამერიკული არმიის შინელი “გავჩითე” – ფოფხაძე

ე, ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად “ჰიპობას” რო აწვებოდით მაგ ასაკში… მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა… ყველაფერს თავისი დრო აქვს. თქვენ ასაკში, საყურითაც დავდიოდი, ბენდენითაც და ამერიკული არმიის შინელი “გავჩითე” ჩემზე ბედნიერი არ მეგონა არავინ დედამოწაზე.. ახლა მეცინება ამ ყველაფერზე მაგრამ.. ხოო და კიდევ, […]
საერთაშორისო გამჭვირვალობა მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებასა და რუსთაველის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტის შემოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროინტეგრაციის პროცესს. “ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს […]
უკრაინის საგარეო უწყება – ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს – რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით […]
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები… ) საქართელოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი […]
წილოსანი კვოტებზე: შეიძლება პრეზიდენტის ერთადერთი შინაარსიანი ვეტო იყოს

გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო, შეიძლება ყველაზე შინაარსიანი იყოს. “ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი შინაარსიანი ვეტო, რომელიც მას თავისი საქმიანობის განმავლობაში დაუდია. რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები იმ მოტივაციას, რომ ეს არაევროპული ნაბიჯია, რადგან ბევრ ევროპულ ქვეყანაში კვოტა არაა. ჩემი ძირითადი მოსაზრებაც არის, რომ ქალების პოლიტიკაში […]
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს არ ასახავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას. ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო […]
სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,