რუსეთში სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების სპეციალისტს

სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ შვიდი წლით მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯა 76 წლის ფიზიკოს ალექსანდრ კურანოვს. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოების პრესსამსახურის ხელმძღვანელი დარია ლებედევა იტყობინება. ბრალდების დეტალები არ არის ცნობილი, საქმე გასაიდუმლოებულია და დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. დაპატიმრების მომენტში კურანოვი მანქანათმშენებლობის „ჰიპერბგერითი სისტემების სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს“ გენერალური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი იყო, […]
პრეზიდენტი – გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი – ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს

გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-სთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირება მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება. „მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო […]
მეორადი ავტომობილების სიჭარბემ ფასები 15-20%-ით შეამცირა – “კავკასუს ავტოიმპორტი”

მეორადი ავტომობილების იმპორტიორები ამბობენ, რომ გასულ წელს დიდი რაოდენობით შესყიდული ავტომობილების გაყიდვა ბოლო რამდენიმე თვეა გართულდა. მათი თქმით, ჭარბ მიწოდებას მოთხოვნა ვერ ეწევა, რის გამოც კომპანიებს სარეალიზაციო ფასის შემცირება უწევთ. “კავკასუს ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შენელდა, ხოლო ფასების კლება გასულ წელთან შედარებით 15-20%-ია. “იმპორტი შემცირებულია, რეექსპორტს რაც […]
“ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის” – ერთობლივი განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით: უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ქართველი ერი და ჩვენ გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის […]
როდის გაიმართება „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მორიგი აქცია – რას გეგმავენ ორგანიზატორები

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს პარლამენტთან დღეს აქცია არ გაიმართება. მათი გეგმით, პროტესტი “აგენტების კანონის” განხილვების პარალელურად გაგრძელდება. „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, უახლოესი აქციის ზუსტი თარიღი ჯერ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს, 11:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ქვემო არანისი, არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, იორი, უნდილაანთკარი. 12:00-დან 18:20 საათამდე – აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, ტაბიძის, ერისთავის, აღმაშენებლის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი. 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით […]
საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა

მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელმა (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) 2024 წლის გლობალური პროგრესის ანგარიში (2024 Global Progress Brief) გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწყების ცნობით, გლობალური პროგრესის ანგარიშის მიზანი წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისა და გატარებული ღონისძიებების შეფასებაა. „ახალ ანგარიშში შეფასებულია 66 განვითარებადი ქვეყნის რეგულატორული ჩარჩო, ძირითადი […]
კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და “ემპოლისთან” ითამაშებს

ხვიჩა კვარცხელია, რომელმაც გასტროენტერიტის გამო გუშინ “ნაპოლის” ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება. კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მოედანზე ივარჯიშა ჟუან ჟეზუსმა, მატიას ოლივეირა კი ტრენაჟორებზე დაიტვირთა. ნეაპოლურ გუნდს 20 აპრილს “ემპოლისთან” მატჩში დისკვალიფიცირებული ამირ რაჰმანი და მარიო რუი ვერ დაეხმარებიან.
საქართველოში პირველი outlet village სექტემბერში გაიხსნება

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნება – ამის შესახებ ინფორმაცია Outlet Village – ის ლინკდინზე გავრცელდა. კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა თბილისში Hilton Garden Inn-ში გამართეს. „გასულ პარასკევს ჩვენ შევიკრიბეთ Hilton Garden Inn-ში და ჩვენ პარტნიორებს საქართველოში „შოპინგის“ მომავლის შესახებ ჩვენი ხედვა გავუზიარეთ. მათ გავაცანით ჩვენი ბიზნეს სტრატეგია, რომელიც მოიცავს ინოვაციურ მარკეტინგულ აქტივობებს […]
უკრაინის საგარეო: რუსიფიკაცია და არა მითური “უკრაინიზაციაა” რეალური საფრთხე საქართველოსთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს “უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. “მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით. მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად. აღშფოთებას […]