რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის დახმარებას კენჭს შაბათს უყრიან

კიევის დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, შაბათს, 20 აპრილს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის უკრაინის დახმარების ფინანსურ პაკეტს. განცხადება ამის შესახებ 17 აპრილს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გააკეთა. მანამდე, ჯონსონმა 15 აპრილს თქვა, რომ პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარების ცალ-ცალკე კანონპროექტად განიხილება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ, დაახლოებით $95-მილიარდიან საბიუჯეტო კანონპროექტში, რომელიც დემოკრატებით კონტროლირებულმა […]
მოსკოვის ინტერესები და პუტინის კანონების ასლი საქართველოში – პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

“ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს… პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია,” – ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV5 Monde-თან ინტერვიუში აკეთებს. მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. […]
“გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 პოსტი რომ დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, გაასწორებდა, დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის” – ნატა ფერაძე

“გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 პოსტი რომ დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, გაასწორებდა, დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის” – ნატა ფერაძე აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. როგორც ფერაძე თავის პოსტში აღნიშნავს, დაბნეული ხალხი მათთან მირბის. “გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრაკი რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ჳინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა, რავი. […]
აზაროვის საგოლე პასი – “შახტარმა” “ზარია” დაამარცხა

უკრაინის პრემიერლიგის მეათე ტურის გადატანილ მატჩში „შახტარმა“ „ზარია“ 3:1 დაამარცხა. „შახტარი“ პირველ ტაიმში ირაკლი აზაროვის პასით დანილო სიკანმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ზარიას“ მცველმა ჯორდანმა. კაცნაკლული ლუგანსკური გუნდი არ დანებდა და იგორ კირიუხანცევმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, საბოლოოდ დონბასურმა კლუბმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. დონეცკურ გუნდში აზაროვმა 76-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 89-ე […]
ჰანკე ბრუინს სლოტი: უცხოური გამჭვირვალობის კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. ამ ნაბიჯმა შესაძლოა შეაფერხოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი საქმიანობა. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა დააზიანოს საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ.
მილერი: კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა არაა მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობაა

ღრმად ვართ იმედგაცრუებულნი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლით შთაგონებული “უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის წინ წაწევით. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს – ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მისწრაფებას. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც […]
მეთიუ მილერი – ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით – კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა. “ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის […]
მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დაკავშირებადობის ზრდა განიხილეს

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა დისკუსია შუა დერეფნის MiddleCorridor შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე, რომელიც გახსნეს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონელა ბასანიმ და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გუანჟე ჩენმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. საუბარი შეეხო […]
ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლის კრიმინალიზება საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საერთო ევროპული კანონი, რომელიც სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ერთიან სტანდარტს ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ქმედებები როგორიც არის წევრ ქვეყნებში არალეგალურად შესვლაში სანქცირებული პირების დახმარება, სანქცირებული საქონლით ვაჭრობა ან/და სანქცირებული პირებისა და კომპანიების სახელით […]
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: კანონი არ ასახავს EU-ს სტანდარტებს

შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით საქართველოს პარლამენტის მიერ. ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საკვანძო მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.