„ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს“ – რა თანხას იხდის სექტორი გადასახადების სახით ბიუჯეტში?

„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს მინიჭებული. ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები კი ბოლო 5 წლის სტატისტიკით მკვეთრადაა გაზრდილი. კერძოდ, კომპანიებმა 2019 წელს გადასახადების სახით ჯამში 46 მლნ ლარი გადაიხადეს. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, თუმცა მომდევნო 2021 წლიდან მკვეთრი ზრდა […]
მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს – ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. შს სამინისტროს აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა. მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეთიუ მილერი – ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით – კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა. “ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის […]
Gori Mural Fest-ის ფარგლებში გორის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა

Gori Mural Fest-ის ფარგლებში, გორის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა. გორის მერიის ინფორმაციით, კორპუსის ფასადზე ორი სტრიტარტი Tbilisi MURAL Fest-ის მხატვრებმა ბესიკ მაზიაშვილმა, დავით სამხარაძემ და თინათინ წოწოლაშვილმა შეასრულეს. მათივე ცნობით, კორპუსის სამხრეთ ფასადზე დაიხატა ქართული სუფრა, რომელიც “ლურჯი სუფრის” სახელითაა ცნობილი. „ნახატზე გამოყენებულია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სუფრის ორნამენტები. ჩრდილოეთ ფასადზე გორში დაბადებული ცნობილი ქართველი […]
გერმანიამ, რუსეთის სახელით მოქმედი, სამხედრო დივერსიის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

გერმანიაში, რუსულ-გერმანული წარმოშობის ორი მამაკაცი დააკავეს. მათ ბრალი დივერსიული თავდასხმების მომზადებაში ედებათ. საუბარია, მათ შორის, ამერიკის სამხედრო ობიექტებზეც. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულების მიზანი, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ხელის შეშლა იყო. სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილის სახლები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. ერთ-ერთი მათგანი იდენტიფიცირებულია როგორც დიტერ ს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2023 წლის ოქტომბრიდან, რუსეთის საიდუმლო სამსახურთან დაკავშირებულ პირთან, შესაძლო შეთქმულებებს […]
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებების თანახმად, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი – ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა, არაუმეტეს 100 ჰექტარს. მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და […]
აშშ: კრემლით შთაგონებული კანონპროექტი შეუსაბამოა გამჭვირვალობის მიზანთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კიდევ ერთხელ არის გამოხატული იმედგაცრუება მმართველი გუნდის მიმართ და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული კანონი კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ ემსახურება მეტი გამჭვირვალობის დანერგვის მიზანს. “ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური […]
კრემლის უადგილო კანონი – დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება – სახდეპის მორიგი განცხადება

“ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დაინიცირების გამო,” – ამ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ განცხადებაში, მეთიუ მილერი მოუწოდებს საქართველოს, რომ არ მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა “დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე”. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ […]
“32 ადამიანში ამდენი იყოს ნაცემი, პირველად ვნახე” – სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი “დღის ამბებთან” ამბობს, რომ დაკავებულების უმრავლესობა მასთან ყვება, როგორ იძალადეს სამართალდაცავებმა. ცემეს ზოგი დაკავებისას, ზოგი მანქანაში – სხვადასხვა გარემოებები არსებობს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არც დაკავებისას, არც მანქანაში და არსად არ შეიძლება არასათანადოდ მოეპყრო ადამიანს და მისი უფლებები დაირღვეს. (ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში) მანქანაში არავის უცემია, როგორც ვიცი. […]
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მსჯელობენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ იტალიის კუნძულ კაპრიზე. დღის წესრიგშია უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისები. ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რომელიც ასევე ესწრება შეხვედრას, განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ, მისი თქმით, მძიმე ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა. მან „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება კიევის დახმარების […]