პოლ დენი – ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან დადებითად შეფასდა. აღნიშნულ ინფორმაციას, „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის 1 მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი […]
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 აპრილის 14:00საათიდან 25 აპრილის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. „კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ […]
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნიპროში დაიღუპა 2, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში 6 ადამიანი. ამ ქალაქებსა და კრივოი-როგში დაჭრილია 20-მდე ადამიანი. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისფახანის აეროპორტთან. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.
შალვა პაპუაშვილი – მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს

მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა, ვის რა სურვილები აქვს და რა უნდა აკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი არის სახელმწიფოების გაერთიანება, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს როგორც ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს, სახელმწიფოდ უნდა […]
დნეპრში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „დნეპრში, საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, ამ დროისთვის ქალაქში, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 15 ადამიანი“, – წერს სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია. […]
შალვა პაპუაშვილი – NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრები და შემპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ ფინანსებს და არ გაასაჯაროვეს – ახლა მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე

მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე, მიიჩნევს თუ არა ქართველ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და არ გეტყვით რას ვაკეთებ, რადგან შეიძლება იფიქროთ, რომ რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით, ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას საუბარი ჰქონდა NED-ის ხელმძღვანელობასთან […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან – ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?

როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხი დგას იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. „ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. […]
ვის შეუძლია საპენსიო სქემაში მონაწილეობა, ვისთვის არის სავალდებულო და ნებაყოფლობითი – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

ვის შეუძლია საპენსიო სქემაში მონაწილეობა, ვისთვის არის სავალდებულო და ნებაყოფლობითი სქემაში ჩართვა. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა, იურისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, საპენსიო სქემა ეხება ყველა დასაქმებულს საქართველოში, რომელიც მუშაობს და იღებს ყოველთვიურ შემოსავალს. ასევე, ეს ეხება თვითდასაქმებულებსაც და საქართველოში მცხოვრებ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს. „ნებაყოფლობითზე როცა ვსაუბრობთ, […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია gwp-ის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი, რიონჰესის ქ. N 32 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 19/04 00:30-დან 19/04 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი სააკაძის, ჯავის, იმერეთი, რიონჰესის, ზედაზნის და ც. დადიანის N259-263 (კენტებს). ნაძალადევის რაიონი, მიხეილ მესხის ქ. N 22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან […]