ჩინეთის დელეგაციამ ქართველ ლიდერებს შეხვედრებზე „სი ძინპინის ფიქრები“ გააცნო – საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ცნობით, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში ოფიციალური ვიზიტისას ქვეყნის ლიდერებს „სი ძინპინის“ იდეოლოგიური დოქტრინა გააცნო. კვირის დასაწყისში, 15-16 აპრილს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ და მისი თანმხლები დელეგაციაა მიიღეს: · პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ; · პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა; · პარლამენტის თავმჯდომარის […]

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. […]

სუს-ის ანგარიში – გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა – იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი

სუს-ის ანგარიში – გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა – იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით […]

„სახელმწიფოს მხარდაჭერით ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა. „ლურჯი მოცვის წარმოება არის […]

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება – ვინ ეკუთვნის ქონება და რა აკავშირებს ახალაიასთან?

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. „სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია. სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი. სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები […]

ირმა ზავრადაშვილი: დეგნანი არის აგენტი

“[კელი] დეგნანი არის აგენტი”, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართულ ოცნებას რუსული სტილის კანონი “ძალით გააქვს” და მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლესმა სკოლამ იტალიაში, ბოლონიაში უმასპინძლა […]

ელისაშვილი: მდინარაძე ფარჩაკია – შნო არ აქვს, ის დამიბრუნოს, რაც ვასესხე

მამუკა მდინარაძე არის ფარჩაკი. გამოკეტილ პარლამენტში კი ბაქიბუქობს, მოვიდესო. სადაც უნდა, შევხვდები. მას არანაირი შნო არ აქვს, რომ ის დამიბრუნოს, რაც ვასესხე. ამიტომ, პოლიცია მომიქსია. ეგენი ჩაკეტილ შენობებსა და სპეცრაზმის უკან არიან მაგრები. თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა TV პირველთან საუბარში. ელისაშვილის თქმით, ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში […]

პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო. ინიციატივის მომხრე 73 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი – 9. რეგისტრაცია 117-მა დეპუტატმა გაიარა. საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა […]

სუს-ი – 2023 წელს სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების დაზიანება

2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება, – ამის შესახებ სახელმწიფო […]

სუს-ი – გასულ წელს ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა – საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის გავლენების გაზრდასა და ქართველებთან კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესების“ არევაში სდებდა ბრალს. “საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და […]