როგორი ამინდი იქნება 23 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად […]

ადვოკატი – აქციაზე დაკავებული პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას – ერთი პირი აღნიშნავს, რომ მასზე იძალადა გდდ-ის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, რომელიც აგინებდა, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში

აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული პირი პირდაპირ აღნიშნავს, რომ “რობოკოპებთან” ერთად მასზე ფიზიკურად იძალადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. დაკავებულს მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ადვოკატმა ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ინტერესებს იცავს. ორგანიზაციამ […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5%-ით ნაკლებია

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 […]

20-22 აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს. „თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): […]

ირანელი მაღალჩინოსანი – ირანი ისრაელის წინააღმდეგ მყისიერ საპასუხო ქმედებას არ გეგმავს

ინციდენტის უცხოური წყარო არ არის დადასტურებული, ირანი ისრაელის წინააღმდეგ მყისიერ საპასუხო ქმედებას არ გეგმავს, – ამის შესახებ Reuters-ის ირანელმა მაღალჩინოსანმა ირანის ქალაქ ისპაჰანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში განუცხადა და მან გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. “ინციდენტის უცხოური წყარო არ არის დადასტურებული. არანაირი გარე თავდასხმა არ მიგვიღია და დისკუსია უფრო მეტად მიდრეკილია ინფილტრაციისკენ, ვიდრე […]

ანგარიში – 2023 წელს, სუს-მა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე განიხილა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას ითხოვდნენ

საანგარიშო პერიოდში [2023 წელს], სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. დოკუმენტის თანახმად, დადგენილ იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების […]

სუს-ი – 2023 წელს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, რადგან, რუსეთის მითითებით, ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ აქტიურდებოდა

მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, რადგან, რუსეთის მითითებით, ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ აქტიურდებოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. მათივე განმარტებით, ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. „ე.წ.-მა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, […]

დნეპროპეტროვსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და სინელნიკოვოში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 ადამიანი დნეპრში დაიღუპა, 7 კი, მათ შორის 3 ბავშვი – სინელნიკოვოში. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი. ”საავადმყოფოში ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, […]

“ნაპოლი” ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა – კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლიში” დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. არახალი ამბავია, რომ გუნდს ზაფხულში ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებენ. ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარტენოპეი” კანადის ნაკრებისა და “ლილის” ფორვარდის, ჯონათან დევიდის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და “ლილში” თამაში […]

“სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა” – რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

“იუთუბზე” გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი თბილისის “დინამოს” შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ესაუბრა. “საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ საოცარი ემოციები იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ… გასახდელში ჩავედი, ისეთ ემოციებში ვიყავი, მეგონა, რომ ამ მატჩში მეც ვითამაშე. ვილი სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და კარგი საუბარიც გვქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ეს […]