სუს-ის ანგარიში – გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, 2023 წელს, სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სუს-ის 19 თანამშრომლის მიმართ გატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, 19 თანამშრომლის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. მათივე ცნობით, სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ 68 სამსახურებრივი შემოწმება განახორციელა. „2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურის სისტემაში ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაძლო დარღვევის, […]

სუს-ის ანგარიში – გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა – იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს ეხება და პარლამენტში უკვე შევიდა. სუს-ის განმარტებით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ […]

სუს-ი – 2023 წელს საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები და მოღვაწე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის დაფიქსირდნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული

2023 წელს საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები და მოღვაწე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის დაფიქსირდნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ასევე დადგინდა ამ კატეგორიის ცალკეული პირების მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მიზანმიმართული ქმედებების, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. დოკუმენტის თანახმად, გატარდა ყველა […]

სუს-ი – საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და დანაშაულებრივ ქმედებებს ახალისებს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს,- ამის შესახებ სუს-ის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის, რომ გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის/ების […]

პაატა მანჯგალაძე – კარგია, პრეზიდენტი თანდათან მოეგო გონს, რასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული ჯოჯოხეთი“ ჰქვია მათ და აუცილებლად გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე

კარგია, პრეზიდენტი თანდათან მოეგო გონს, რასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული ჯოჯოხეთი“ ჰქვია მათ და აუცილებლად გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი“. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა შევალამაზოთ, […]

ზურაბიშვილი: არჩევნები გადამწყვეტია, რომ მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი

[საპარლამენტო არჩევნები] გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია.

რუსეთმა დაადასტურა სტავროპოლში ჩამოვარდნილი ბომბდამშენის ერთი პილოტის დაღუპვა

რუსეთის სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თვითმფრინავის, სავარაუდოდ, ტექნიკური მიზეზით ავარიის შესახებ დილით განაცხადა. გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული „დაზუსტებული მონაცემებით“, ოთხი მფრინავიდან ერთი დაიღუპა, ერთის ძებნა კი გრძელდება. ვლადიმიროვის თანახმად, ეკიპაჟის ორი წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ […]

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელისშეშლის კვალიფიკაციით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქების დროს „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა. ტელეარხი მიიჩნევს, რომ ეს იყო მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც […]

საქართველოდან ექსპორტი 9%-ით შემცირდა – რამ გამოიწვია კლება?

საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 9.3%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ავტოექსპორტი იკავებს, რომელიც წელს დამატებით 8%-ით, 443 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულიდან გამქრალია […]

კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. „ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს […]