დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება. სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების […]
სუს-ი – 2023 წელს, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა – საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ე.წ. მოხალისეებსაც

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა. სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის, მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც. „რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო […]
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოიკითხება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები. „საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს […]
იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა და მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ. გარდა ამისა, ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები გახდნენ სხვა ჟურნალისტები, თუმცა ამ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან. საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა 16 აპრილს სცემეს. სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან […]
დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს

დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით […]
ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? – შალვა პაპუაშვილი

ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? – შალვა პაპუაშვილი როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხი […]
პირველად ისტორიაში – თბილისის აეროპორტი 5 მლნ-მდე მგზავრზე გათვლილი აეროპორტების Top 10-ში მოხვდა

პირველად ისტორიაში – თბილისის აეროპორტი 5 მლნ-მდე მგზავრზე გათვლილი აეროპორტების Top 10-ში მოხვდა პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10 – ში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია აეროპროტის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. თბილისის სერთაშორისო აეროპორტთან ერთად აეთეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ. „ასევე, Skytrax […]
პოლიციამ იძალადა ყველაზე, ვინც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს — DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, 2024 წლის 16-17 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. DRI-ის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული […]
ოცნებამ ოფშორების შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავდა. კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში […]