პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ცვლილებები ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებაზე

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს. შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. […]

„დღეს „ქართული ოცნება” აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო საარჩევნო ყუთთან”- მამა პეტრე კოლხი

„დღეს „ქართული ოცნება” აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო საარჩევნო ყუთთან”- მამა პეტრე კოლხი მამა პეტრე კოლხი გადაცემას „რეაქცია” სტუმრობდა. გადაცემის თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო. სასულიერო პირი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ძირი გამოუთხარა ქართულ სამოციქულო ეკლესიას”. მამა პეტრე კოლხის განცხადებით, […]

პარლამენტმა ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ცხრა იყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს. · „ევროოპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოულოდნელად და დაჩქარებულად წარმოდგენილი კანონპროექტით, „ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და […]

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსული ბომბდამშენი უკრაინიდან 300კმ-ში ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსული ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინიდან დაახლოებით 300 კილომეტრში ჩამოაგდეს. სამხედრო დაზვერვის საიტზე წერია, რომ ბომბდამშენი, რომელიც 19 აპრილს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევაში მონაწილეობდა, საჰაერო ძალებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩამოაგდეს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, დარტყმის შემდეგ ბომბდამშენმა რუსეთის სტავროპოლის მხარემდე მიღწევა შეძლო და საბოლოოდ იქ ჩამოვარდა. უკრაინის […]

შალვა პაპუაშვილმა შს მინისტრისადმი მიმართვის გამო, სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. „ქალბატონო სალომე, გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. მანდატურს ვთხოვ დაატოვებინეთ დარბაზი… მანდატურს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რომან გოცირიძე – ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება – დეპუტატებიც უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის, ივანიშვილი კი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში

ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესებაა – [დეპუტატები] უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი […]

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყო. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, […]

პარლამენტმა ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა

დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი) დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ. ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა […]

სუს-ი – 2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა. როგორც სუს-ი პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის […]

რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს – ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც […]