“დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლებით – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს წერილობითაც გამოეხმაურა და გამოქვეყნებულ განცხადებაში ელჩი დანიგანი ამბობს, რომ “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე” ყველამ უნდა აგოს პასუხი, დაკავებული დემონსტრანტები კი “დაუყოვნებლივ” უნდა გათავისუფლდნენ. “ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა […]
სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით – მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. „მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში […]
დაკავებულ ნიკა კაციას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2- თვიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატის ნინო ლომინაძის თქვით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. […]
ჟურნალისტებმა დაადგინეს სირიაში 2015 წლიდან დაღუპული 543 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა

2015 წლიდან სირიაში რუსეთის მინიმუმ 543 სამხედრო მოსამსახურე, სპეცსამსახურების თანამშრომელი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. შეფასებას BBC ავრცელებს, დაღუპულები დაითვალეს ღია წყაროების საფუძველზე. მონაცემები არ არის სრული – ბევრი დანაკარგი არ მჟღავნდება. დაღუპულებს შორის იყვნენ ელიტური სპეცდანიშნულების რაზმების, მათ შორის „ალფას“, სპეციალური ოპერაციების ძალების, გრუ-სა და საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების რაზმების ოფიცრები და […]
კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს

კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს. „კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova. […]
„ოცნება“ აპირებს, საჯარო სექტორში რეორგანიზაცია გაამარტივოს

„ქართული ოცნება“ გეგმავს, საჯარო სექტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაამარტივოს. ეს ინიციატივა დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა. „კანონში შევა ცვლილება, რომლითაც გამარტივდება რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში. ეს უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, — განაცხადა მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა 2028 წლამდე გადადო, არაერთი უწყების თანამშრომელთა […]
„ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს“ — მეზვრიშვილი პოლიციაზე კანონის ცვლილებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება. მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში გადაწყვიტეს არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება. „როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების ოფიციალურად მიღება გადაწყვიტა […]
ვიდეო – პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს, ვიდეოს ,სადაც მისი მანქანაა, მისი რძალი მარიამ ივანიძე ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კოტე ჩახუნაშვილთან პოლიციაც იყო მისული და ამასთან დაკავშირებით, „პედიატრი ძმები“ განცხადებასაც ავრცელებდა: მეგობრებო, მოვიდნენ კოტესთან და დაკითხვაზე იბარებენ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკონკრეტებული არ არის. უარი განაცხადა განყოფილებაში მისვლაზე და სასამართლოში მივა გამოკითხვაზე. რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დაშინების მეთოდია მსგავსი […]
სიგარეტი 20 თეთრით, აიქოსი კი 15 თეთრით გაძვირდება – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება. – ამბობს მამუკა მდინარაძე. „მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება […]
ნიკა კაცია მოსამართლემ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვა

ნიკა კაცია მოსამართლემ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვა. იმის მიუხედავად, რაც სხდომაზე ხდებოდა, თამარ მჭედლიშცვილმა მას მაინც პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაკავებულმა ქრონოლოგიურად მოუყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, თუ როგორ დაადეს ხელბორკილები და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჟურნალისტის მონათხრობის თანახმად, 10-მდე ნიღბიანი პირი სწორედ მაშინ დაესხა თავს, როდესაც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა – “მოულოდნელად ჩამსვეს ავტომობილში და გამიტაცეს”. ნიკა კაცია […]