ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბულინგი – ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ორი წელია ამ ყველაფრის წინაშე ვდგავარ და ვუძლებ – ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს: „მოგესალმებით, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი ქვეყნის ერთგული გულშემატკივარი, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, სამართალდამცავების, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ. არანაირი მიზანი არ ამართლებს ძალადობას! მესმის, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან უყვარს სამშობლო, ჩვენი პატარა და კოხტა საქართველო, თუმცა „გზა ხსნისა“ სხვადასხვაგვარად გვესახება. მიმაჩნია, რომ ერთმანეთის […]

ლევან ხაბეიშვილი – „პოლიტიკოსებისგან“ , რომლებიც 2 დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება, უხერხულია – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, ვალს გვადებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ?

ცოტა უხერხულია, 2 დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება! ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ! – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის მოუწოდებს, „პარტიულ კეკლუცობას […]

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა გამოჩნდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის 3 მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების რამდენიმე ავტობუსია განლაგებული. ასევე ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები. პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე კი სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე არ შეინიშნება. პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის […]

აქციების მონაწილე ექიმი კოტე ჩახუნაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კონსტანტინე ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით, ადმინისტრაციული წესით. მეგობრები და ახლობლები ეძებენ ექიმს, პედიატრს, საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთ მონაწილეს, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრს, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილს. მისი კუთვნილი ავტომობილი – შევროლე ვოლტი – ცარიელი იპოვეს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის #69-სთან. ახლობლების თანახმად, მან დაახლოებით საღამოს რვა […]

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა, რადგან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მისი პარტია სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უარი განაცხადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. „ეს არის აჯანყებისა და გადატრიალების მეორე უკანონო, არაკონსტიტუციური აქტი“, – განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, პარკ ჩან-დემ. იუსტიციის სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის კომისარმა, ბაე სანგ-აპმა […]

ოჯახის წევრების თქმით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს

ოჯახის წევრების თქმით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს. ოჯახის წევრი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ექიმი სახლიდან დაახლოებით 1 საათის წინ გავიდა და მეგობარს უნდა შეხვედროდა. “მაქსიმალურად გვეხმარებიან ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები,, კოტე სახლიდან გავიდა 50 წუთის წინ, უნდა შეხვედროდა მეგობარს რუსთაველზე, აქციაზე. რომ არ შეხვდა მეგობარს, დავიწყეთ მისი ძებნა. ტელეფონნი აქვს გათიშული და სახლიდან რამდენიმე […]

უილსონი ივანიშვილისა და ოცნების გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების სასტიკ დარბევას აგრძელებს. “მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ქართული ოცნებიდან. ჩვენ არ შეგვიძლია, გვერდით გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურაში ჩავარდეს”- აცხადებს უილსონი.

ნანკა კალატოზიშვილი – წარმოუდგენელი სპექტაკლია – ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ

გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ, ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს , – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რითაც ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. ნანკა კალატოზიშვილის განცხადებით, ნიკუშა კაციას არა თუ ნარკოტიკის ფული, არამედ ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდა და მეგობრები ეხმარებოდნენ. „ეს არის უნიჭო სპექტაკლი, ტექსტები, რომელსაც […]

მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე – ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? – ყველა აქტორი “ნაცია”

ამ თემებში ღრმად არ შევიდეთ, მაგრამ, დავიწყოთ იმით, ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? აბსოლუტურად ჩამქრალი მუხტი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოხდა ამაზრზენი, ამორალური ფაქტი და ამით გამოიკვება რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები. აწყობდათ “ნაცებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “ტვ პირველის” ჟურნალისტსა […]

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქმე ეხება ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობას. უწყების ცნობით, დაკავებულებიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]