პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა. ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია […]

„აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ, მხარს არ დაუჭერს“ – CNN

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, კომიტეტის წევრებს შორის არ იყო ერთსულოვნება იმის თაობაზე, აკმაყოფილებდნენ თუ არა პალესტინელები სახელმწიფოდ განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პალესტინის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს, ვიდრე სახელმწიფოებრივ […]

სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით რომელ ძალებს და რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები

მსოფლიო პრაქტიკაში ვერავინ გაიხსენებს რომელიმე ქვეყანაში ლამის მთელი მსოფლიოს ასე ორგანიზებულად დარაზმვას რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. ამიტომ მით უფრო მეტი ყურადღებით და სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, ამ კანონის მიღებით რომელ ძალებს და რაც მთავარია, ამ ძალების რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები, რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა […]

გამჭვირვალობის კანონის ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში

გამჭვირვალობის კანონის ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს. „მმართველი გუნდის მიერ, „გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირებიდან დღემდე განვლილი პერიოდი და მომხდარი ფაქტები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე კუთხით დავინახოთ მოვლენები და საზოგადოებას სწორი და ჯანსაღი ანალიზი მივაწოდოთ. პირველ რიგში, საგულისხმო და გასახარია, […]

არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“

არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“ „არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია. „არა […]

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება წარმოადგინა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან, რათა ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ საქართველოს აქვს მაღალი […]

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილთა ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 100-მდე სათბური მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში […]

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და […]

სტალინის მოსკოვის აგარაკი გაიყიდა – მფლობელი ბრინჯის მაგნატი გახდა

სტალინის მოსკოვის აგარაკი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას msk1-ი ავრცელებს. 2023 წლის ზამთარში ქონება აუქციონზე იყიდა მცირე კომპანიამ (Consulting and Law) კრასნოდარის რეგიონიდან, რომელსაც აგარაკი 403,49 მილიონი რუბლი დაუჯდა. გაირკვა, რომ ქონებას მეპატრონე შეეცვალა და 2024 წლის 8 აპრილს დახურულმა საინვესტიციო ფონდმა „სტრატეგიულ დეველოპმენტმა“ შეიძინა. ამის შესახებ RBC, უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით, იუწყება. […]

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.