“ვინ იქნება კონტეს “ნაპოლის” მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ…” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

მომდევნო სეზონში ფრანჩესკო კალცონა “ნაპოლის” აღარ გაწვრთნის. იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს და კინოპროდიუსერს ყველაზე მეტად ამ იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა სურს. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ Tele A-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კონტე “ნაპოლის” გაწვრთნას დათანხმდება, გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იესპერ ლინდსტრომი გახდება. “დე ლაურენტისს მოლაპარაკებების […]
მედვედევს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უსიტყვოდ არ მოგვწონს – “ოცნების” დეპუტატის შვილი

მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2 – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი, ირო ცაგარეიშვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში აშშ-ს ხელ ურევია. ირო ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს […]
TI: ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ე.წ. ოფშორების კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. TI-ს თქმით, ოფშორებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, შესაძლოა მიმართული იყოს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისკენ. “შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება: · აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული […]
თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-მარტში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 326 მლნ დოლარია (-9.3%), ხოლო იმპორტი – 3 373.3 მლნ დოლარი (-5.3%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც […]
კადიროვი: დაღესტანში ჩეჩენი გენერლის დაკავება სამარცხვინო პროვოკაციაა

დაღესტნის საზღვარზე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაურის, ალიხან ცაკაევის დაკავებას გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. “ვისაც მართლა გაინტერესებთ რა მოხდა “გერზელის” გამშვებ პუნქტზე, გინმარტავთ სიტუაციას: ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკების საზღვარზე ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო პროვოკაციას ჩვენი კეთილი ძმის, ეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაურის, ალიხან ცაკაევის მიმართ. რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობა უკვე […]
საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინოდოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინ კატალოგიდან იქნება შესაძლებელი. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის კინოთეატრში კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გამართა. ღონისძიებას კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვებპროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინოჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ. მასში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და […]
“რატომ არ მესმის ბიზნესის ხმა გარკვევით?” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი BMGTV-ზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხსა და ამ პროცესში ქართული ბიზნესსექტორის როლს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად ბიზნესსაზოგადოების ჩართვა კარგი გზავნილი იქნებოდა, თუმცა საქართველოში მხოლოდ მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის ხმა ისმის. “მე აქტიურად ვიღებ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვინაიდან მაინტერესებს ეს ქვეყანა მრავალი პოლიტიკური მიზეზის გამო, მათ შორის – ჩემი […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს

„საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიზეზი შესაძლებელია მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს. თუმცა, ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია, ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხება. […]
კახა კალაძე – ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ან ევროპულ მომავალს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები […]
კახა კალაძე „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აგრესიაზე – ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე “იმედისა” და “პოსტ ტვ”-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. თბილისის მერის განმარტებით, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრა და შეურაცხყოფა, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა. „ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ, […]