დიდი რისკია, საქართველო იქცეს რუსულ შავ ხვრელად – ნონიაშვილი ე.წ ოფშორების კანონზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი აჩენს შესაძლებლობას, რომ “ნებისმიერმა ქართველმა ან რუსმა ოლიგარქმა საკუთარი კრიმინალური კაპიტალი” საქართველოში დაბეგვრისა და გადასახადებისთვის გვერდის ავლით გადმოიტანოს. ქართულმა ოცნებამ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო. “ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესები არ იყოს ხილული და გამჭვირვალე, ანუ ზუსტად ის კეთდება, რაზეც […]

CIA-ის დირექტორი: სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა შესაძლოა წლის ბოლომდე დამარცხდეს

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინამ რუსეთთან ომში შესაძლოა მნიშვნელოვანი მარცხი განიცადოს. ბერნსის თქმით, უკრაინელებისთვის ამჟამად ბრძოლის ველზე ვითარება რთულადაა, თუმცა იგი ამბობს, რომ დამატებითი დახმარებით უკრაინის ძალები ბრძოლის ველზე პოზიციების წლის ბოლომდე შენარჩუნებასა და ყირიმსა და შავი ზღვის ფლოტზე იერიშების მიტანის გაგრძელებას შეძლებს. […]

“არ ჩანს, რომ ურტყამენ” – კალაძე ელისაშვილის ცემის კადრებზე

“მე ვერ ვხედავ, სად ურტყამს, აბა? არ ჩანს, რომ ურტყამს, საერთოდ არ არის…” – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მას შემდეგ, რაც მას აჩვენეს, დაკავების დროს როგორ უსწორდებოდა პოლიცია დეპუტატ ალეკო ელისაშვილს. აღნიშნული ძალადობის შეფასების ნაცვლად, კალაძემ განაცხადა, რომ ელისაშვილი თვითონ მოუწოდებდა ძალადობისკენ. “ისიც მაჩვენეთ, მაშინ, ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა და ძალადობისკენ რომ მოუწოდებდა […]

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი […]

კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს

„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა. სეფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასწარი დათვლის შედეგები კვლავ არ გაყალბდება. „კელი დეგნანს ვურჩევ, […]

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა სირიის სამხრეთში სამხედრო პოზიციებზე

ისრაელის არმიამ 19 აპრილს საჰაერო იერიში მიიტანა სირიის არმიის პოზიციებზე ამ ქვეყნის სამხრეთში, იტყობინება სამხედრო მეთვალყურე აშშ-ის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ირანზე. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო სამსახურის ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანის თანახმად, დარტყმებს, რომლებსაც ისრაელს მიაწერენ, მიმართული იყო სვეიდის და დარაას პროვინციებს შორის მდებარე სირიის არმიის სარადარო დანადგარის […]

სალომე ზურაბიშვილი – მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ – ევროპა თუ რუსეთი? – დარწმუნებული ვარ, რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე

მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ – ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე – მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს […]

ლევან ხაბეიშვილი – დეგნანის განცხადება დასტურია იმის, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აღიქვამენ იმ დამოკიდებულებას, რაც ივანიშვილს ამ ქვეყნის მიმართ აქვს – ევროკავშირიც კანდიდატის სტატუსს გადახედავს

უნდათ, რომ ჩალით დახურონ ეს ქვეყანა, შემდეგ კანდიდატის სტატუსსაც, ცხადია, ევროკავშირი გადახედავს – დეგნანის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აღიქვამენ იმ დამოკიდებულებას, რაც ივანიშვილს ამ ქვეყნის მიმართ აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, ბიძინა […]

თაკო ჩარკვიანი – ეს „ხარება“, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია, ეს გახრწნილი?! ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი – კიდევ ეს „ხარება“ არის? – შუა ქუჩაში იმუნიტეტის აყრა თუ შეიძლება, მერე სხვა რაღაცები აღარ გაგიკვირდეთ

ეს „ხარება“, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია, ეს გახრწნილი?! ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს „ხარება“ არის? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის ხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილზე. მანამდე კი, დეპუტატმა ისაუბრა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილზე. მისი თქმით, არის იმუნიტეტი, რომელთანაც ასე მოპყრობა სახელმწიფოებრივად უკიდურესად, […]

ხავიერ კოლომინა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის […]