ვიოლა ფონ კრამონი – ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია – გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ. „გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
კახა კალაძე ელისაშვილზე ძალადობის ვიდეოზე – სად ურტყამს აბა? ვერ ვხედავ კი არა, არ ჩანს – მაშინ ისიც მაჩვენეთ, ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება

არ ვიცი ალეკო ელისაშვილს ვინ გაუსწორდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას. ჟურნალისტმა მას ელისაშვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეოა ჩვენა. საპასუხოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილი პოლიციის კორდონში ვარდებოდა და ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს. „სად ურტყამს აბა? ვერ ვხედავ კი არა, არ ჩანს. რომ ურტყამს, საერთოდ არ არის ეს. მაშინ […]
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერის თქმით, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მწვანე სივრცეების მოწყობას. „აღნიშნულ პროექტს გამგეობა ახორციელებს. ჩვენთვის მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება ხედავს, 2017 წლის შემდეგ რამდენი ასეთი […]
კახა კალაძე ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენაზე – თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, იყოს ის პროდუქცია, რისი მოთხოვნაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დედაქალაქის მერი თბილისის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესყიდვა შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. „ჩვენ ვაცხადებთ […]
ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. „აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების […]
ლევან ხაბეიშვილი – პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს – საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებები საქართველოს მოქალაქის ინტერესს არ ემსახურება

წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარებიც ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომლითაც საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას […]
იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ერთ წელიწადში ფასები 3,3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,8% შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთელი 2022 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ჯგუფში ფასები, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მცირდებოდა, 2002 წლის მარტში 15%-იანი შემცირებაც კი დაფიქსირდა. შემცირების ტენდენცია გრძელდებოდა 2023 […]
ავსტრალია თავის მოქალაქეებს ისრაელისა და პალესტინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს თავის მოქალაქეებს ურჩია დატოვონ ისრაელი და პალესტინის ტერიტორიები, თუ ეს შესაძლებელია, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს სამხედრო შურისძიების და ტერორისტული თავდასხმების სერიოზული საფრთხე ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ რეგიონში“. იმ ავსტრალიელებს, რომლებიც ახლახან გეგმავენ ისრაელში გამგზავრებას, ურჩევენ გადახედონ თავიანთ გეგმებს. […]
“უკან გადადგმული ნაბიჯია” – ხავიერ კოლომინა რუსულ კანონზე
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „X-ზე“ წერს, რომ NATO შეშფოთებულია რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის გზაზე. “ნატო შეშფოთებულია კანონპროქტის გამო, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს თბილისში. არსებითია, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყნას, ჰქონდეს სწორი სამოქმედო ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და […]
2023 წელს Strada Motors-ის გაყიდვები გაორმაგდა – რას გეგმავს კომპანია 2024-ში?

ქართული ავტოინდუსტრიის გამორჩეული კომპანია Strada Motors-ი, რომელიც ბაზარზე მე-15 წელს ითვლის, უნიკალური ხასიათის, ღირებულებისა და ისტორიის მქონე ექვსი სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Strada Motors-ის შოურუმებში შეხვდებით FIAT-ის, Alfa Romeo-ს, Jeep-ის, Dodge-ისა და RAM-ის მარკის ავტომობილებს, რომლებსაც 2024 წელს კიდევ ერთი ავტომწარმოებელი დაემატებათ. კომპანიის 2023 წლის შედეგებზე BM.GE-სთან მისი დირექტორი, ზურაბ გვაზავა, საუბრობს და აღნიშნავს, […]