გიორგი ვაშაძე მინისტრს – თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს, თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი

თქვენ ერთი რამე გჭირთ – ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს. […]

კახა კალაძე – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება – შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება. შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, აქვს თუ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების პოტენციალი. კახა კალაძის განმარტებით, ოპოზიციის ერთადერთი საზრუნავი ბარიერის გადალახვა იქნება. თბილისის მერის თქმით, ძალიან დიდია ზეწოლა და შემოტევები, რომ ხელისუფლებამ რაღაცები არასწორად გააკეთოს. „მათი […]

გომელაურის თქმით, პოლიციელების მიმართ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია აქციაზე „დაპირისპირება“

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაზე“. მინისტრმა ამის მიზეზად დაასახელა სამართალდამცველების მიმართ „გაჟღერებული გაუგონარი შეურაცხყოფა“. „16 აპრილს, გვიან ღამით, მაშინ, როცა სრულდებოდა აქცია, [აქციის] მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ, […]

ტყუილი, თუ უმეცრება? – თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, წინააღმდეგნი ვართ – კრამონი

ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს კრამონი. „ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა […]

“იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს!” – რა ვიდეოს ავრცელებს პრეზიდენტი

მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის შეუძლებელი არ არსებობს. იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს!, – წერს პრეზიდენტი.

რატომ ვერ ტოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს – მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა აიღო

2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს. ერთი კვირაა საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება აჭიანურებენ იმ დოკუმენტაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებას, რაც მას შეწყალების ოქმის გამოსაცემად სჭირდება. როგორც […]

“თქვენი ბინძური ოჯახები ვტ@@ნი, დაანებეთ თავი ახალგაზრდების ლანძღვა–გინებას სანამ მართლა არ შეგჭამეთ დედა–ბუდიანად” – სარალიძე

ზაზა სარალიძე, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, და ცნობისთვის, სახალხო დამცველის ცნობით, ნაცემია არაერთი ადამიანი, და აქციაზე მყოფ ახალგაზრდებისათვის იარლიყების მიკერების, ან შეურაცხყოფების მიყენების მცდელობებს ეხმაურება და წერს: საუკუნის აფიორაა იმის მტკიცება,რომ ეს კანონი მხოლოდ დეკლარაციის შევსებაა… ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში კიდევ, რომ მთავრობა ვერ ხედავს […]

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები – ჩვენი გზა ევროპისკენ – არჩევნების თემა ეს იქნება

ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციებია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა – ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International News-სთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. კითხვაზე, არის თუ არა მთავრობის მიმართ სრული მხარდაჭერა სამხედრო ძალაში და […]

ლევან ხაბეიშვილი – ელისაშვილის ცემა საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან – „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ – დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ხალხი ვერავის „დაუჩმორებია“

ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან – „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ – ივანიშვილი და მისი ბანდა ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული […]

სერგეი ლავროვი – სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია. „ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგს აზრი არ აქვს, მათ შორის იმიტომ, რომ […]