სააკაშვილი ენმ-ს ბორდის თავმჯდომარედ თავის, ხოლო მოადგილედ ჯაფარიძის კანდიდატურას აყენებს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ” – ამის შესახებ მე-5 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ […]
სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და ოპოზიციას არჩევნებზე საერთო სიით გასვლისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საერთო სიით გასული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, გარდამავალი მთავორბა უნდა ჩამოყალიბდეს და იმ პირებით დაკომპლექტდნენ რომლებიც ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. „ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული […]
პაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს – ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა და არც ძალა არის „რობოკოპების“ რაოდენობაში

უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მანჯგალაძის თქმით, სისტემა სწორედ ძალადობაზე დგას. „ის, რაც დღეს კალაძემ იკადრა, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა ის უნდა მიიღოს, რაც დაიმსახურა, არ ჯდება არც სამართალში და არც მორალში, ეს არის ჯუნგლის კანონში ქვეყნის გადაყვანა, რომ […]
ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და ჯგუფის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა სფეროები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. „ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ასევე […]
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. Reuters-ის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში შესულ მამაკაცს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა დაკავებული. ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ. […]
„კორეიდან ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს“ – საქართველოსა და კორეას შორის მოლაპარაკებები გაიმართა

18-19 აპრილს კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. „საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და […]
ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ, თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს – Reuters

ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ, თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარე პასუხი, როგორც ჩანს, მიანიშნებს დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე, რომლებიც განუწყვეტლად მუშაობენ ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად ამერიკული მედიის ცნობით, ღამით ისრაელმა „შეზღუდული“ საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანში სამიზნეებზე. აფეთქებები […]
კიევის ცნობით, უკრაინამ რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო

სრულმასშტაბიანი ომის პირობებში პირველად, უკრაინის საჰაერო ძალებმა და სამხედრო დაზვერვამ, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, რუსული Tu-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდო. კიევის ცნობით, ეს საბრძოლო ხომალდი, რომელიც მისი საზღვრიდან 300 კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს, იმ საჰაერო იერიშში მონაწილეობდა, რომელმაც დნიპროპეტროვსკის რეგიონში 8 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ქალაქ დნიპროსა და მის ირგვლივ, რეგიონზე […]
ლავროვი “აგენტების კანონზე” ამბობს, რომ “ურბილესია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამი რადიოკომპანიისთვის: „Спутник-ის”, “Говорит Москва-სა” და “Комсомольская правда-სთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ინიციირებული „აგენტების კანონი“ „ურბილესია”. “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია. ხოლო, თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში, არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ შენ ფულს იღებ და მათზე […]
გორში 63 ბაღისთვის რუსული კომპანიისგან უხარისხო პროდუქტები იყიდეს – თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ, 2023 წლის თებერვალში რუსული წარმოშობის კომპანიისგან 414 155 ლარად 63 ბაგა-ბაღისთვის ნაყიდი რძის პროდუქტები ლაბორატორიული შემოწმების შედეგად უხარისხო აღმოჩნდა. პროდუქტებს შორის მათ შორი იყო უვარგისი არაჟანი და ხაჭო. “შპს ამალთეა ჯგუფი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აგვისტოს თვეში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის დირექტორი ხათუნა […]