Borgia, Stooge, Munda Squire – ვის გასაღებთ იმედი აშშ-ის მწვავე კრიტიკოსებად

ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი და მოუწოდა მმართველ ძალას, არ მიიღოს ეს კანონი, ვინაიდან ის სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სამთავრობო მედია TV IMEDI-მა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს […]

კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა. როგორც კინოფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერია სუბსიდიის გარეშე ფესტივალს ჩაშლის საფრთხე ემუქრება. პოსტში წერია, რომ ამ ეტაპზე კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ აქვს დაფარული. ეროვნული კინოცენტრი TIFF-ის სპონსორი 20 წლის განმავლობაში იყო. კინოფესტივალის ორგანიზატორების აზრით დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა თეა წულუკიანსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას […]

მიხეილ სააკაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე – კარგი იქნებოდა, ის იმ დელეგატებში პირველი ყოფილიყო, ვისაც ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ

„ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. „რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ […]

კოლუმბიის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს

ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში 100-ზე მეტი პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ნიუ-იორკის პოლიციას ნება დართო დაეშალა განლაგებული კარვები, რომელიც სტუდენტებმა ღაზაში ისრაელის ქმედებების გასაპროტესტებლად მოაწყეს. კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნემატ მინუჩე შაფიკმა თქვა, რომ პოლიციას ნება დართო დაეშალა ათობით კარვისგან შემდგარი კომპლექტი, რომელიც დემონსტრანტებმა ოთხშაბათ დილით გაშალეს. წინა დღით, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა […]

ბულგარეთის პრეზიდენტმა არ დაამტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პროუკრაინული პოზიციით ცნობილი დიპლომატი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, რომელსაც ოპოზიცია პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებს, უარი თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრის შემცვლელად წამოყენებული კანდიდატის დამტკიცებაზე. რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურის ცნობით, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი ითხოვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სტეფან დიმიტროვის შეცვლას დანიელ მიტოვით. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „გერბის“ წარმომადგენელი დანიელ მიტოვი ცნობილია თავისი თანმიმდევრული პროდასავლური და პროუკრაინული პოზიციით. […]

“საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაგმობილია აღნიშნული კანონის განხილვა. ასოციაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მხოლოდ იმ მიზნის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი უნდა გახდეს. განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ: “ვეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს […]

სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიების მხრიდან ვაზიანის აეროპორტის მიმართ ინტერესი დიდია – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებასა ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან. „ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არამხოლოდ […]

სოფელ დიღომში, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. […]

“მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო” – ადვოკატი

მო­სა­მარ­თლემ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის მხა­რე­ე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად 14 სა­მუ­შაო დღე აიღო. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა, თა­თია მა­ნი­ჟაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მი­ზე­ზად მო­სა­მარ­თლემ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ტომი და­ა­სა­ხე­ლა. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ 14-დღი­ა­ნი ვა­დის ათ­ვლა, 12 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო. შეგახსენებთ, რომ მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. […]

ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან

20 აპრილს, გორში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე. „ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. […]