აგროდაზღვევის პროგრამით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა – ცვლილებები

საქართველოს მთავრობის 16 აპრილის დადგენილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი – ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა, არაუმეტეს 100 ჰექტარს. “მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრება […]

“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში. იგივე რეჟიმის ქვეშ მოყვება ყველა რუსი ბიზნესმენი, ვინც არის უკვე დასანქცირებული და ვის ქონებასაც მიაკვლიეს ოფშორებში. აქეთ გადმოვა ყველა ასეთი რუსი ბიზნესმენის შავი […]

“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არც ბატონი ზვიადის ყოფნა იქ. არა მარტო ბატონი ზვიადის, არამედ ძალიან ბევრი პორფესიონალი ადამიანი მუშაობს დღეს იქ. ყველას მინდა მადლობა […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 18 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 90.02 დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 84.13 (- 1.21 დოლარი/ბარელზე.

ფეხბურთის მაკიაველი – რატომ არ გააძევეს პენალტების მოგერიების დიდოსტატი და დიდი პროვოკატორი?

“ასტონ ვილამ” კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში “ლილს” პენალტების სერიაში სძლია და კვლავ გამოიჩინა თავი არგენტინის ნაკრების 31 წლის მეკარე ემილიანო მარტინესმა. მარტინესი თერთმეტმეტრიანების მოგერიების ნამდვილი დიდოსტატია, ეს “საქმე” უყვარს და ეხერხება. ნაკრებსა და კლუბში ბოლო 5 სერიაში გამარჯვებული გამოვიდა – 2020 წელს “არსენალის” “ლივერპულთან” ინგლისის სუპერთასზე; შემდეგ, როდესაც 2021 წელს არგენტინამ კოლუმბიას ამერიკის თასზე მოუგო და […]

სააკაშვილი: ენმ-ს ვთხოვ, პარტიის ბორდი შევქმნათ და თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ბორდის შექმნას და ბორდის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, სააკაშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. “ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად […]

“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული ქალის დედა რუსული კანონის წინააღმდეგ

2014 წელს პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC). ფატი ჭეიშვილი […]

ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ – თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ – არის თუ არა ეს რუსული საქმე?

თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ. არის თუ არა ეს რუსული საქმე? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციას და ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის […]

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩების გადაკეტვა სცადეს, დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რომელიც პოლიციის მე-7 განყოფილებაში არის გადაყვანილი. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. „თორნიკე რიჟვაძის მიმართ განცხადება გაკეთდა, ადგილზე იყო თუმცა ხალხს […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალენ დელონი ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი “უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის” ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს. “ეს არის უკიდურესად იშვიათი და უპრეცედენტო ჟესტი უცხოელის მიმართ” – ამბობს ომელჩენკო. როგორც საელჩოში ამბობენ, 88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან უკრაინას საჯაროდ უჭერს მხარს. 2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული […]